ოპოზიცია ვითარების განმუხტვისთვის სამ საკვანძო მოთხოვნას აყენებს. როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან განაცხადა, მისი პარტიის და ოპოზიციის სამი ძირითადი მოთხოვნა, ირაკლი კობახიძის და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პროპორციული არჩევნების ჩატარებაა.

 

„ამ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე განმუხტვა გამორიცხულია, ეს აღარაა მხოლოდ კობახიძის პასუხისმგებლობა, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ინსტიტუტშიც იყო გავრილოვის ეს სამარცხვინო ამბავი. ესაა გახარიას პასუხისმგებლობა, ესაა დიდი პოლიტიკური საკითხი პროპორციული არჩევნების ჩატარების. ესაა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოზიცია და ამას იზიარებენ სხვებიც,“-განაცხადა ბოკერიამ.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია მშვიდობიანი პროტესტის მომხრეა და რუსთაველზე ვითარება პოლიციის არაკანონიერმა ქმედებებმა დაძაბა. ბოკერია მასობრივ,მკვეთრ და მშვიდობიან პროტესტს აანონსებს.

 

„ამ სცენარზე, არა მხოლოდ ძალის გამოყენებაზე, არამედ მთლიანად ამ კრიზისის შექმნაზე მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა. ბახტაძის ბოლო განცხადებაც, რომელსაც რეალური პოლიტიკური ძალაუფლება არ აქვს, იმის მაგალითი იყო, თუ როგორი განცხადება არ უნდა გაკეთდეს, თუ ხელისუფლებას ვითარების განმუხტვა სურს. ამიტომ, საზოგადოების ეს აღშფოთება აბსოლუტურად ბუნებრივია. ეს არ ყოფილა არც ერთი პარტიის მიერ დაორგანიზებული. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციური ლიდერები ვცდილობდით ხალხის გაჩერებას, რომლებიც იყვნენ აღშფოთებული. ამ დროს, როცა დისკუსიის დაწყების მცდელობა იყო, ხელისუფლებასთან ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება დაიწყეს,“-განაცხადა ბოკერიამ.

 

ოპოზიციის ლიდერებმა კომენტარები გეგმების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გააკეთეს, აქვე ითქვა, რომ აქცია რუსთაველის გამზირზე შვიდი საათიდან განახლდება.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.