პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდებიან. ისინი ამ წუთებში პარლამენტის შენობისკენ შეძახილებით - რუსეთი ოკუპანტია! რუსეთი კლავს! - მიემართებიან.

 

მათი განცხადებით, ხელისუფლება, რომელმაც რუსეთის დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმო და სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცა, უნდა გადადგეს. სტუდენტები მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.