სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ გაემგზავრნენ.

 

გავრილოვი სასტუმრო „რედისონიდან“ დაახლოებით, 17:15 საათზე დაცვის თანხლებით გამოიყვანეს, თუმცა, გავრილოვისთვის განკუთვნილ მანქანაში დეპუტატი დაცვამ ვერ ჩასვა და მას რამდენიმე მეტრის გარბენა მოუწია. აქციის მონაწილეებმა გავრილოვს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ასევე, ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტთან გადავიდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები "რედისონთან" მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც გავრილოვმა დღეს საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და სიტყვით გამოვიდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.