ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, შეუსაბამო და შეუთავსებელია ვაშაძესთან ერთად, რომელსაც რუსული პასპორტი ჯიბეში აქვს, ვებრძოლოთ რუსეთს, - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენების გაპროტესტება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გვერდით, დაუშვებელია. „ისე, რომ არც დამამთავრებინეს სათქმელი, გადმოვიდნენ ძალადობაზე. კარგია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რას წარმოადგენენ. მე არ მგონია სწორი, იმ მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენ გვამოძრავებს, რუსული პასპორტი რომ უდევს ვაშაძეს, მის გვერდზე განცხადებებს ვაკეთებდე. მინდოდა, ხალხისთვის მომეწოდებინა, რომ რეალური მისამართი არის სხვაგან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ოკუპირებული აქვთ ხალხის ემოციები და განწყობები. დაუშვებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ შემოუძღვა რუსულ ტანკებს ლამის თბილისამდე და გორამდე, ისევე როგორც დაუშვებელია „ქართულ ოცნებას“ გავუტაროთ ის, რაც გააკეთა. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, შეუსაბამო და შეუთავსებელია ვაშაძესთან ერთად, რომელსაც რუსული პასპორტი ჯიბეში აქვს, ვებრძოლოთ რუსეთს. მე მოვედი, ჩემი აზრი ვთქვი და გვცემეს, პოლიციამ ვერ დაგვიცვა. მიზანი - ვებრძოლო რუსეთს და მოქმედება - ეს გავაკეთო რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძესთან ერთად - ეს არის შეუთავსებელი,“ - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ შაქარიშვილის ამ განცხადებამ აქციის მონაწილეები გააღიზიანა, რასაც მის წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.