საპროტესტო აქციაზე გამომსვლელების ინფორმაციით, თბილისისკენ მოსახლეობა რეგიონებიდანაც დაიძრა. გამომსვლელები პოლიციას და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებენ ხალხის მხარეს დადგნენ.

 

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობას ერთი საათი მისცეს, რომ გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური გადადგნენ, ის პირები, რომლებმაც ქვეყანაში სერგეი გავრილოვის შემოსვლა დაუშვეს.

 

მათი ინფორმაციით, უკიდურეს ვადამდე, 00:00 საათამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ისინი პარლამენტის შენობაში შევლენ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.