როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. გახარიამ განაცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა რა აქვს, ვინ გადადგება და ვინ დარჩება, რაზეც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, გადადგება თუ არა ის. აღნიშნულ კითხვაზე შს მინისტრმა უპასუხა, რომ უპრობლემოდ.

 

„მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პატივი ვცეთ პოლიციელს, რომლისთვისაც ერთი მხარეც მოქალაქეა და მეორეც. მივცეთ პოლიციას საშუალება, ღირსეულად შეასრულოს თავისი ფუნქცია. ამის შემდეგ ყველა შევძლებთ წყანარად და მშვიდად დავსხდეთ და ვისაუბროთ,“ - განაცხადა გახარიამ.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, გრძნობს თუ არა ის პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში შემოუშვა, გახარიამ უპასუხა, რომ არ ახსოვს ეს დეპუტატი.

 

„არ მახსოვს ეს დეპუტატი, რომელზეც საუბრობთ. ამ ჯგუფიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოაგდო ორი გვარი, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული. სხვა პირები, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული ჰქონდათ, ამ სიაშია რ ყოფილან. ის, რაც ახლა აქ ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მცდელობა, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, ვინ გადადგება, ვინ დარჩება, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.