ჩემი შეფასებაა, რომ საქართველოს პარლამენტში ეს ფორუმი არ უნდა ჩატარებულიყო და ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის თითოეული წევრისთვის ეს ისეთივე ემოციური და მიუღებელია, როგორც თითოეული მოქალაქისთვის.

 

„ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს. თუმცა, დღეს ამ წუთებში საკითხი დგას სხვანაირად. დღეს ადგილი აქვს მცდელობას, საქართველო მოწყვიტონ მდგრადი განვითარების ორბიტას. ეს არავის გამოუვა. ეს არ არის ქართულის ახელმწიფოს ინტერესში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.