ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს გავრილოვის გამო ესროლა გაზი, ტყვიები და დაასახიჩრა ადამიანები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი განცხადებით, ოპოზიციის ლიდერები შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო შეხვედრა არ შედგა.

 

„ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს გავრილოვის გამო ესროლა გაზი, ტყვიები და დაასახიჩრა ადამიანები. რისი გულისთვის? კობახიძეს და გავრილოვს გადააყოლა ხალხი. არც მე, არც ბატონ გრიგოლს და არავის ანგელოზი არ ჰგონია თავი, მაგრამ აქ არის წყალგამყოფი ხაზი. ჯერ ქვეყანას უქნეს ზევიდან და მერე ხალხს. თუ ვართ საზოგადოება, ამ ყველაფერს არ გადავყლაპავთ. თუ არადა მართლა 20-30-მდე მოგვიწევს ამ კაცის მოსმენა. გახარიას თანამდებობაზე დატოვების ფასს ვიხდით ახლა. მან თვითონ შემოთვალა, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის მოდით და დავილაპარაკოთო. ოთხი ადამიანი, მათ შორის მე და გრიგოლ ვაშაძე პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა შევხვედროდით, თუმცა გაზის გაშვების გამო შეხვედრა აღარ შედგა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.