მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ 200 კილომეტრია, - ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის ტელეგრამში კომენტარს „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს.

 

„მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ 200 კილომეტრია. რუსეთში, არაოფიციალური მონაცემებით, თითქმის მილიონი ქართველია. ჩვენ ხალხებს მეგობრობის და ერთიანობის საუკუნეობრივი კავშირი აქვთ“, - აცხადებს რამზან კადიროვი.

 

მან ივარაუდა, რომ ანტირუსი რადიკალების გამო ქართული პლაჟები, რესტორნები, კაფეები და სასტუმროები დაცარიელდება. კადიროვის აზრით, რუსებს და ქართველებს „ათასობით მიზეზი აქვთ მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და არც ერთი მიზეზი ერთმანეთის სიძულვილისათვის“.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.