დასაკითხია დიმიტრი გაბუნიაც, პრეზიდენტიც და ამ პროცესში ჩართული ყველა პირი, - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითიც პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.

 

ალეკო ელისაშვილის თქმით, კარგია, რომ გამოძიება დაიწყო და იმედოვნებს, რომ ეს პროცესი მეტ-ნაკლებად წესიერად წარიმართება.

 

"ძალიან კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, მიხვდნენ ალბათ, რომ სხვა გზა და გასაქანი არ ექნებოდათ, რადგან ამ ამბიდან ყოველდღე ახალ-ახალი მძიმე დეტალი გახდებოდა ცნობილი. იმედი დავიტოვოთ, რომ მეტ-ნაკლებად წესიერად წარმართავენ გამოძიების პროცესს, დასაკითხია დიმიტრი გაბუნიაც, პრეზიდენტიც და ამ პროცესში ჩართული ყველა პირი. ხელისგულზე დევს ამბავი, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულების და ერთი ძებნილის საქმე თავისით არ შეფრენილა პრეზიდენტის მაგიდაზე, ვიღაცამ, ვინც ხელი მოითბო ადამიანების ბედზე შეგნებულად შეუტანა პრეზიდენტს ეს საქმეები", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.