მოსამართლეების შერჩევის პროცესი დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობდა ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ფრანგი დეპუტატის, მარია დალოოზის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

ცნობისთვის, ევროპული სახალხო პარტიის წევრმა საქართველოს პრეზიდენტს შეკითხვა სასამართლო სისტემასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე დაუსვა.

 

მისი თქმით, აღნიშნულმა პროცესებმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

 

„რა ზომების მიღებას აპირებს საქართველო, რომ უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა?“-განაცხადა დალოოზმა.

 

„მოსამართლეების არჩევის პროცესი დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობდა. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა ეყურებინა სატელევიზიო შეკითხვებისთვის და პასუხებისთვის, თუმცა ამავდროულად გაჩნდა გარკვეული კითხვები კრიტერიუმებთან და ზოგიერთი მოსამართლის კომპეტენციასთან დაკავშირებით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს სად ვიმყოფებით, ჩვენ ვართ ქვეყანა ყოფილი საბჭოთა სისტემის ქვეყანა, შემდეგ პოსტ საბჭოთა პერიოდი გავიარეთ, რომლის დროსაც სასამართლო სისტემა სრულიად დისკრედიტირებული იყო. ჩვენ ახლა ამ ყველაფრიდან გამოვდივართ. მე ვფიქრობ, კრიტერიუმები გაუმჯობესდება და ახლა ჩვენ ვდგამთ წარმატებულ ნაბიჯებს, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი სასამართლო სისტემა“,-უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.