კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა, მისი თქმით სასამართლოს იარღად გამოყენება არ არის დემოკრატია

 

"ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა დააპატიმრეს და 38 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, მსუბუქი შეფასება იქნებოდა. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატიული არ არის", - წერს ადამ კინზინგერი.

 

დღეს, უზენაესმა სასამართლომ თბილისი ყოფილ მერსა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდა.

 

უგულავას პატიმრობაში ყოფნა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს.

 

ოპოზიციის ლიდერის თქმით, ციხეში მესამედ მიდის და მიაჩნია, რომ იქ თავისუფლება არ ეზღუდება, პირიქით საქართველოში ციხეა თავისუფლების ადგილი.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.