ბიძინა ივანიშვილმა უვიცი მერაბ გაბინაშვილის და უდიპლომო შალვა თადუმაძის ხელით მომისაჯა ეს ბოდვა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. უგულავას თქმით, ეს გადაწყვეტილება პირადად ივანიშვილმა მიიღო.

 

„არ ვაპირებ, შევიდე სამართლებრივ ნაწილში იმიტომ, რომ სამართლებრივად ეს ყველაფერი უბრალოდ არაფერი არ არის, ცარიელი ადგილია. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც ამ საქმის გაცნობის დროც კი არ ჰქონდათ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც კი არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება. უვიცი მერაბ გაბინაშვილის და უდიპლომო შალვა თადუმაძის ( რომელსაც თვის ბოლოს კიდევ უფრო დააწინაურებს ივანიშვილი) ხელით მომისაჯა ეს ბოდვა“, - განაცხადა უგულავამ.

 

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.