ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი.

 

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ საქართველო აშკარა საფრთხის წინაშე დგას და ის მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყანამ დასავლური კურსი არ შეცვალოს.

 

"კომფორტი იმისა, რომ მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოს დემოკრატიული და დასავლური კურსი შეიცვალოს, მე ვფიქრობ, არც მე მაქვს და არც არავის, ვინც პოლიტიკაში ვიყავით და თავისი ახალგაზრდობა იმ რეალობაში იცხოვრა, რომ როდესმე ჩვენ გავხდებით დემოკრატიული და დასავლური ქვეყანა. აქედან გამომდინარე შევეცდებით, რომ ამ პროცესში ვიყოთ ის ჯარისკაცები, რომლებიც ვიცავდით დემოკრატიულ და დასავლურ არჩევანს მანამდეც,"- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

 

რა ფორმით დაბრუნდება ექსპრეზიდენტი პოლიტიკაში - გიორგი მარგველაშვილი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ის კონსულტაციებისთვის მზად არის.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.