ესპანელი ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩესი გიგი უგულავას დაპატიმრებას, სოციალურ ქსელში ..ტვიტერი“ გამოეხმაურა.

 

მისი თქმით ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხეში

 

,,ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში, ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. ქვეყანას პოლიტიკური ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. სამწუხაროდ, წარსული მტკივნეული აწმყო ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშე, უგულავა კი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა ციხის საკანში“- წერს ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩესი

 

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.