გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესხები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ აუწყა საზოგადოებას.

 

„კიდევ ეერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, პირველი, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მეორე- ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე, რადგან მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ყველა ამ ქმდებისგან, ამ გლობალური გამოწვევისგან ჩვენს ეკონომიკას ადგება. მოგეხენებათ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ჩვენი თითოეული მოქალაქის გასაჭირი, რომელმაც დაკარგა ან პოტენციურად შეიძლება დაკარგოს სამსახური, შესაბამისად შემოსავალი. ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად , უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესხები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, - განაცხადა გახარიამ.

 

პრემიერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ გამოყო ოთხი ძირითადი მიმართულება, „რომლის სისტემურ მართვაზეც არის დამოკიდებული საქრთველოს მთავრობის მოქმედების ეფექტურობა, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში“. „ეს გახლავთ: პირველი - ჯანდაცბის მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებელია ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე; მეორე - სამოქალაქო წესრიგი და უსაფრთხოება, პასუხისმგებელი გახლავთ ვახტანგ გომელაური; მესამე - სურსათი, სასურსათო უზრუნველყოფა, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, რომელზეც პასუხისმგებელი გახლავთ ლევან დავითაშვილი და მეოთხე - მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკაზე ზიანის მინიმიზება და შემდგომ უკვე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ მაია ცქიტიშვილი“, - განაცხადა გახარიამ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.