ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო 2 დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, უკავშირდებოდა თუ არა დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გუშინ სინოდის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ხომ არ დააჩქარა ეს პროცესი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გაჟღერებულმა განჩინებამ.

 

„ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო 2 დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში. მე მაშინაც განვაცხადე და ვთქვი, რომ მაშინ უსაფრთხოების საბჭოზე ჩვენ მოვიწვიეთ ქალბატონი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმისთვის, რომ როგორც კი დადგებოდა კონკრეტული ციფრობრივი მდგენელები, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღების სწრაფი შესაძლებლობა გვქონოდა. შესაბამისად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი გახლავთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნდა და მიზანი არის, რომ შევაჩეროთ ვირუსის სწრაფი და მასშტაბური გავრცელება ქვეყნის ფარგლებში“ ,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.