Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1813
EUR
3.4778
RUR
0.0406
GBP
3.9629

ისრაელში ჩასული მორწმუნეებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან წმინდა ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება, რომლებიც ასევე რეგულაციებში მოექცევა. კერძოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან. - ამის შესახებ ინფორმაციას orthochristian.com ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ისრაელში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს ტაძარში 10-15 ადამიანი იქნება, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ.

 

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალური რეისები უკვე დანიშნულია რუსეთიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან.

 

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

 

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას წელს 19 აპრილს აღნიშნავს.

საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიებების გადატანის შესახებ.

 

დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, მთ შორის ღვთისმსახურება, ერთი თვით გადაიდო. ამის შესახებ ეკლესიის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია.

 

ელადის ეკლესია საბერძნეთის კონსტიტუციაში ჩაწერილია, როგორც გაბატონებული ეკლესია, თუმცა ქვეყანაში რწმენის თავისუფლება მოქმედებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი დააპატიმრეს, როცა მათ ღვთისმსახურების ჩატარება სცადეს მიუხედავად ხელისუფლების მიერ გამოცემული აკრძალვისა. საბერძნეთის ხელისფლებამ ტაძრები დახურა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

 

აღდგომისწინა ვნების კვირა და თავად აღდგომა წელს საკარანტინო პერიოდს ემთხვევა – ნათქვამია სინოდის უწყებაში.

 

მღვდელმთავრებმა მრევლს მოუწოდეს, შინ ილოცონ უპრეცედენტო ვითარების გამო.

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლის განცხადებით, ამავე ეპარქიის სასულიერო პირებს, ვისაც სურვილი აქვთ, ეპარქიაში დარჩებიან. როგორც მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე პეტრე მას ეპარქიის გადაბარებაში დაეხმარება.

 

„ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი რჩება. გვეხმარება გადაბარებაში. ამ ეპარქიაში ძალიან ბევრია გაკეთებული, კიდევ უნდა გაკეთდეს და ჯერ რჩება. დაასრულოს მშენებლობა. მამებსა და დებს თუ სურვილი აქვთ, დარჩებიან. დასჯილი არავინ იქნება. აქ, ყველა დროებით ვართ და სოხუმში, ოჩამჩირეში დაბრუნებისთვის ვემზადებით“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების განცხადებას, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ „ნერვიულობენ, ზოგი არის მეუფის გაზრდილი და ძალიან განიცდის, მაგრამ ბერის საქმე მორჩილება და სულიერი აღზრდაა.

 

„ახლა შევხვდი სასულიერო პირებს. არავინ მიდის“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

ამასთან, მან ჟურნალისტებთან ისაუბრა მის ბიოგრაფიაზე და თქვა, რომ პროფესიით ექიმია, ხოლო განათლება რუსეთში მიიღო.

 

„დავიბადე სოხუმში. 2 წლის ვიყავი, როცა რუსეთში წამიყვანეს. მამაჩემი ექიმია, სისხლძარღვთა ქირურგია. ქალაქ საროვში გავიზარდე, სოხუმში ზაფხულობით ჩავდიოდი. 14 წლის ასაკში საავადმყოფოში, საოპერაციოში დავიწყე მუშაობა. მერე ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში, ორდინატურა, ასპირანტურა... 27 წლის ასაკში კანდიდატი ვიყავი, 30 წლის ასაკში დოქტორი, 33 წლისამ რუსეთში მოღვაწეობა დავამთავრე და ჩამოვედი საქართველოში. აქ, 2005 წელს ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში, 5 წელი ვისწავლე და მერე, 2010 წელს ბერად აღვიკვეცე. მაკურთხეს დიაკვნად, მღვდლად. 2013 წელს უკვე ეპისკოპოსად მაკურთხეს, შემდეგ გადამიყვანეს რთულ ეპარქიაში, წალკაში და შემდეგ ახლა, კრიზისულ სიტუაციაში გადმომიყვანეს აქ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

 

ამასთან, მისი თქმით, პარალელურ რეჟიმში წალკის ეპარქიაშიც ივლის.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ახლა ისევ ინარჩუნებს, თუ არა რუსულ კავშირებს, მეუფე გრიგოლ კაციამ უპასუხა, რომ „საპატრიარქოსთან არა და ექიმებთან მეგობრობს.

 

მეუფე გრიგოლის თქმით, ჭყონდიდის ეპარქია დიდი ეპარქიაა, რომლის გადაბარებასაც შესაბამისი დრო სჭირდება.

 

„ბევრი მონასტერი და ბევრი მეურნეობაა. მე არ ვარ არც ეკონომისტი და არც იურისტი. მეუფეს, უბრალოდ, ეს საქმე ეხერხება. გადაბარებას დიდი ხანი სჭირდება“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

მან ასევე უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა სურვილი, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან ერთად დარჩეს.

 

„მე მარტო ვერ შევძლებ. მე ვთხოვ, რომ მეუფე დარჩეს აქ“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლ კაციამ.

 

მეუფე გრიგოლის განმარტებით, ჭყონდიდის ეპარქიაში პირველ წირვას კვირას ჩაატარებს.

რუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ.

 

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს.

 

„პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

ისრაელში, აღდგომას წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შეზღუდვებით შესრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებულ ცერემონიას დაუშვებს, თუმცა, კორონავირუსის გამო, შეზღუდვები იმოქმედებს.

 

ვნების კვირის განმავლობაში, იერუსალიმში სხვადასხვა ეკლესია სადღესასწაულო ცერემონიალსა და წირვებს ატარებს, რომელიც კათოლიკეებისთვის იწყება 5 აპრილს, ხოლო ბერძნული მართლმადიდებლური, სომხური, კოპტური, სირიის კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის - 12 აპრილს.

 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვნების კვირის ერთ-ერთი ყველაზე რთული ცერემონია წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალია, რომელიც 18 აპრილის ღამეს უნდა გაიმართოს.

 

წყაროს განცხადებით, ცერემონიის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ შემუშავებულა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ მას, შესაძლოა, განუსაზღვროს მეტი შეზღუდვა, მაგრამ უკვე ორგანიზებულია რეისები რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში.

 

სავარაუდოდ, მაცხოვრის საფლავის ტაძარში აღმოსავლეთის სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი იქნება, რომლებიც პოლიციის ესკორტის თანხლებით წმიდა ცეცხლს ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ.

 

სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური დელეგაციები თვითმფრინავებიდან არ ჩამოვლენ, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის მიერ დაწესებული საკარანტინო მოთხოვნები.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას, სადაც პატრიარქის ბრძანებით განმწესდა, არ აპირებს.

 

შესაბამისი განცხადება მეუფე პეტრემ ეპარქიის ახალ ხელმძღვანელ მიტროპოლიტ გრიგოლ კაციასთან, სხვა სასულიერო პირებსა და მრევლთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

როგორც პეტრე ცაავა აცხადებს, მან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა.

 

„შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები. დაველოდები პასუხს და მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ სად ვიქნები,“ - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

 

ამასთან, პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მას მიტროპოლიტი გრიგოლ კაციასთვის, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მის ნაცვლად უხელმძღვანელებს, ეპარქიის გადაბარების პრობლემა არ ჰქონია.

 

„მე მარტივად დავთმე გუშინაც ეს მდგომარეობა. შეფასებაზე, იგივე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებასთან მიმართებაში პრობლემა რომ მქონოდა, მაშინ წავიდოდი კომპრომისზე,“ - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ და კითხვაზე: რა გეგმა ექნება მომავალში, დასძინა, რომ „გონივრული მოქმედების გეგმა ექნება“.

„ველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას. მიიღებენ შესაბამის მითითებებს. ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისი თქმით, ჯერ ცნობილი არ არის რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია.

 

ანდრია ჯაღმაიძემ ასევე განმარტა ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხდებაზე, თითქოს მრევლი აღდგომის ღამეს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ტაძრებში დარჩება, რომ კომენდანტის საათი არ დაირღვეს.

 

„განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომ სააღდგომო მსახურებისას მრევლი საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე იქნებოდა ტაძარში, მან იჩქარა. არ დაელოდა და არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოს პოზიციასთან. ჯერჯერობით არ ვიძლევით არანაირ განმარტებას. დაველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

 

რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას, საპატრიარქოს პრესმდივანი იმედოვნებს, რომ საკითხი მოგვარდება. „კარგად გვახსოვს პრემიერ-მინისტრის კომენტარი, რომ ყველაფერს იღონებენ, რათა სააღდგომოდ ეს პრობლემა გადაიჭრას. ამ იმედით ჩვენ ვლოცულობთ და ველოდებით მოახლოებას ამ დღეების. ინებოს ღმერთმა, რომ ჩვენ ერთის მხრივ შევძლოთ საზეიმო მსახურება და მეორეს მხრივ, ამით არაფერი დავარღვიოთ“, - აღნიშნა მან.

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების აკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გააკეთა. როგორც ჟურნალისტებს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მამა ანდრია სარიას მიმართ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მის მიერ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები დაედო.

 

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული საერთოდ ეკლესიიდან განკვეთასაც ითვალისწინებს, თუმცა, პატრიარქმა მამა ანდრია სარიას მიმართ გულმოწყალება გამოიჩინა და მას მონანიების საშუალება მიეცა.

 

"ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ მამა ანდრია სარიას დეკემბერში მიეცა გაფრთხილება კომისიის მიერ და მისი მხრიდან ამ გაფრთხილების სრული იგნორი მოხდა და გააგრძელა იგივე ქმედებები, რაც გულისხმობს საჯარო, შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოს და იერარქების მიმართ. რადგანაც არ მოხდა საპატრიარქოს შენიშვნის გათვალისწინება, მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. გადახედეთ ბოლო დროის მის განცხადებებს და იქ არის ასეთი გამონათქვამები, რომ "საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე", რომ "საპატრიარქო არის დამსჯელი ორგანიზაცია" და ა.შ. ჩემი აზრით, სანამ საჯაროდ გააკეთებდა ასეთ განცხადებებს, მანამდე უნდა ეზრუნა, რომ პატრიარქს შეხვედროდა, თუმცა, არ ვიცი პატრიარქი რას გადაწყვეტს. მნიშვნელობა არ აქვს იმას პატრიარქი იმყოფება, თუ არა თბილისში, გადაწყვეტილებას დაედო პატრიარქის ფაქსიმილია. არის ხალხის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ პატრიარქი იღებს პრეზიდენტზე უპირატეს გადაწყვეტილებას შეწყალება- არშეწყალებასთან დაკავშირებით და როცა აწყობთ ამბობენ, რომ პატრიარქმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება. ჰკითხეთ ნებისმიერ მღვდელმთავარს მის ეპარქიაში, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო მღვდილისაგან, რამდენ ხანში შეუჩერებდა მღვდელმსახურებას? ეს არის პატრიარქის გულმოწყალების კიდევ ერთი ნიმუში, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სარიას ბევრი შესაძლებლობა ეძლეოდა რომ მოენანიებინა. ის დანაშაული, რის გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს გაცილებით უფრო მკაცრ სასჯელსაც გულისხმობს - განკვეთას, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი შეღავათიანი გადაწყვეტილება. ვის ებრძვის, ან რომელი სიმართლე მოვისმინეთ მისგან? მე ვფიქრობ, გარკვეული ძალები მამა ანდრიას შიგნიდან ებრძვიან და თუ ამაში კარგად გაერკვევა, გაცილებით უკეთესი იქნება. მას შეეზღუდა მღვდელმსახურება ეს გულისხმობს რომ ის ვერ წირავს, ვერ ჩაიბარებს აღსარებას და სხვა საიდუმლო მსახურებას, რასაც მღვდელი ასრულებს, ის ვერ შეასრულებს. მას უკვე ჰქონდა მითითებული მონასტერი, განწესებული იყო შესაძლოა მონასტერში, თუმცა, რამდენადაც ვიცით, იქაც მხოლოდ წირვაზე დადიოდა და არა ისე, როგორც მას განუჩინეს, რომ იქ უნდა ყოფილიყო. ალბათ, რასაც აქამდე აკეთებდა, ისევ იმას გააკეთებს, ღმერთმა ინებოს, რომ სინანული ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ მან ეს ვითარება აქამდე მიიყვანა. უნდა მოინანიოს იმასთან, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი დასდო და ცილი დასწამა. პატრიარქთან შეხვედრაზე მანამდე უნდა ეზრუნა, სანამ "ბანდას" დაუძახებდა პატრიარქის გარემოცვას",- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მე ვარ ექიმი და თქვენ იცით, რომ ოპერაცია, გამოკვლევა ვერ ტარდება იმ დროს, როცა ყვირის ან ჩხუბობს ვიღაც. დავმშვიდდეთ, ვისაუბროთ წყნარად“ , - განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მღვდელმთავარმა გრიგოლმა. მისივე თქმით, არა მხოლოდ მარტვილი, არამედ მთელი საქართველო აღელვებულია.

 

„მე ვფიქრობ, რომ ყველას სტკივა გული, რაც მოხდა გუშინ. გზაზე, რომ მოვდიოდი ყველა მეუბნებოდა აღელვებულია მარტვილი, წალკაც აღელვებულია და მთელი საქართველო აღელვებულია. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავმშვიდდეთ. მე ვარ ექიმი და თქვენ იცით, რომ ოპერაცია, გამოკვლევა ვერ ტარდება იმ დროს, როცა ყვირის ან ჩხუბობს ვიღაც. დავმშვიდდეთ, ვისაუბროთ წყნარად. პატრიარქმა გუშინ სინოდი იმით დაიწყო, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო“, - განაცხადა მღვდელმთავარმა გრიგოლმა.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება იყვნენ თუ არა სასულიერო პირები, რომლებსაც ის დასჯის იმ მწვავე განცხადებების შემდეგ, რაც მათ გუშინ გააკეთეს, ეპისკოპოსმა გრიგოლმა განაცხადა, რომ არ დასჯის. მისი თქმით, სასულიერო პირები აღელვებულები არიან და ესმის, რომ განცხადებები შეიძლება ცხელ გულზე გაეკეთებინათ.

 

„აღელვებულები არიან, ცხელ გულზე შეიძლება თქვან. მე, რა თქმა უნდა, ექიმი ვარ და გავესაუბრები“, - თქვა ეპისკოპოსმა გრიგოლმა.

 

ეპისკოპოსი მრევლთან და სასულიერო პირებთან შესახევედრად სინოდის სხვა წევრებთან ერთად ჩავიდა. მღვდელმთავარი წირვას კვირას ჩაატარებს.

ტაძრის ეზოში დისტანციის დაცვით 3 პირზე მეტის შეკრება წესების დარღვევად ვერ ჩაითვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

 

„როდესაც მაღაზიებთან რიგებს ვხედავთ, იქ ხომ არის 3 პირზე მეტი? ისინი იცავენ დისტანციას. დროში ხომ არაა შეზღუდული, რამდენ ხანს იდგებიან ისინი რიგში? ჩვენ თუ შენობაში არ ვიქნებით და დავიცავთ ტაძრის ეზოში დისტანციას, წესები არ დაირღვევა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ამ ზაფხულს ჭყონდიდის ეპარქიაში ვიმყოფებოდი, რათა მეთქვა მეუფე პეტრესთვის, რომ მისულიყო პატრიარქთან, შერიგებოდა და შენდობა ეთხოვა, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ზაფხულში ჰქონდა თუ არა საუბარი მეუფე პეტრესთან იმავე საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც მეუფე პეტრემ საჯარო განცხადება გააკეთა, მეუფე გრიგოლი პასუხობს, რომ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ მას მეუფე პეტრეს ამ განცხადების არ სჯერა.

 

„ჩემი პასუხი, როგორც ექიმის, ფსიქოლოგის და მღვდელმსახურის იყო ის, რომ არ მჯერა. ყველაფერი არის უფრო თხრობითი და ვიღაცამ რაღაცა თქვა, ვიღაცამ რაღაც უთხრა. კონკრეტული არაფერი იყო და ამიტომ, მე არ მჯერა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. პატრიარქის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

 

„ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში.

 

მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“, - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ევროკავშირი

არქივი

« « » » Апрель 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?