Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0463
EUR
3.4381
RUR
0.0433
GBP
3.8124

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

 

ამასთან, საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი Crew Dragon გაუშვეს. SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაგზავნა.

 

შეგახსენებთ, რომ ასტრონავტების გაშვების პირველი მცდელობა 28 მაისს უამინდობის გამო გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ, ეს ამერიკიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევა იქნება.

 

SpaceX-ი პირველი კერძო კომპანია გახდა, რომელმაც ადამიანები კოსმოსში გაგზავნა.

 

The Guardian-ის ინფორმაციით, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ 2020 წელი გასულ წლებთან შედარებით ცხელი იქნება და 4 წლის წინ დაფიქსირებულ რეკორდს მოხსნის.

 

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა შეზღუდვებმა დროებით გაასუფთავა ცა, კლიმატის გასაგრილებლად საკმარისი არ არის და უფრო ღრმა, გრძელვადიანი ზომების მიღებაა საჭირო.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ანტარქტიდიდან გრელანდიამდე მაღალი ტემპერატურა იანვრიდან უკვე ფიქსირდება.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანის და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის გამოთვლებით, 75% არის შანსი იმისა, რომ 2020 წელი ყველაზე ცხელი წელი იყოს.

 

სააგენტომ განაცხადა, რომ მიმდინარე მონაცემები ძალიან ახლოსაა 2016 წლის მონაცემებთან, როდესაც წლის დასაწყისში ტემპერატურა უჩვეულოდ გაიზარდა.

 

სააგენტოს ცნობით, 99% არის ალბათობა იმისა, რომ 2020 წელი ყველაზე ცხელი წლების ტოპ ხუთეულში მოხვდება.

 

ნასას კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, გავინ შმიდტის ცალკეული გამოთვლით, 60 %-ია შანსი, რომ ეს წელი ცხელი იყოს.

 

დიდი ბრიტანეთის ინსტიტუტში ამბობენ, რომ 2015 წლის შემდეგ ეს წელი რეკორდულად ცხელი პერიოდია.

 

პათოლოგიური ამინდი უფრო და უფრო ნორმა ხდება.

 

იანვარი ყველაზე ცხელი იყო, რამაც მრავალი არქტიკული ერი თოვლის გარეშე დატოვა. თებერვალში ანტარქტიდაში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ სამხრეთ კონტინენტზე 20 გრადუსზე მეტი ტემპერატურა პირველად დაფიქსირდა.

 

წლის პირველ კვარტალში დასავლეთ ევროპასა და აზიაში ტემპერატურა საშუალოზე 3 გრადუსით მაღალი იყო.

 

რაც შეეხება ბოლო დღეებს, გასულ პარასკევს, ლოს -ანჯელესში 34 გრადუსი დაფიქსირდა, რეკორდული სითბო დაფიქსირდა ავსტრალიაში.

 

დიდ ბრიტანეთში ტენდენცია ნაკლებად გამოხატულია. აპრილისთვის დამახასიათებელი დღიური ტემერატურა საშუალოზე 3.1 გრადუსით მეტია.

 

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის, კარსტენ ჰაუსტეინის თქმით, გლობალური დათბობა ინდუსტრიულ დონეზე 1.2 გრადუსს უახლოვდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ დროებით შეამცირა გამონაბოლქვის რაოდენობა, ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაცია დიდ შეშფოთებას იწვევს.

 

„კლიმატის კრიზისი დაუოკებლად გრძელდება. წელს ემისიები შემცირდება, მაგრამ კონცენტრაცია იზრდება. ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გადავხედოთ ჩვენს არჩევანს და კორონას კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც კატალიზატორი უფრო მდგრადი სატრანსპორტო საშუალებებისა და ენერგიის წარმოებისთვის“,_ განცხადა ჰაუსტეინმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში თბილისში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს.

 

ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

ლიდსის უნივერსიტეტისა და დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა, შეიმუშავეს თეორია, იმის ასახსნელად თუ რატომ მოძრაობს ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი კანადადან რუსეთის მიმართულებით.

 

PHYS. ORG-ის ინფორმაციით, პოლუსის გადაადგილების ასახსნელი მიზეზის თეორია ფილიპ ლივერმორს, კრისტოფერ ფინლს და მეთიუ ბეილიფს ეკუთვნით.

 

დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი 1830 წელს აღმოაჩინა ჯეიმს კლარკ როსმა.

 

იმ დროისთვის ის იყო კანადაში, ნუნავუტის ტერიტორიაზე.

 

მას შემდეგ მეცნიერები თვალყურს ადევნებენ მის ძალიან ნელ მოძრაობას. 1990-იან წლებში მან სიჩქარეს მოუმატა და კანადიდან ციმბირის მიმართულებით ინაცვლებს.

 

პოლუსის მოძრაობამ გამოიწვია ინტერესი მედიაში, რადგან ის აიძულებს ცვლილებებს სანავიგაციო სისტმებს და სმარტფონებს, რომლებიც მას ფოკუსურ წერტილად იყენებენ.

 

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბირთვისა და მანტიის საზღვარზე ორი უარყოფითი მაგნიტური ნაკადი მიედინება. ისინი დამატებით ვარაუდობენ, რომ ბირთვში მდნარი ლითონის ნაკადის ცვლილებები იწვევს ცვლილებას მაგნიტური ნაკადის ნაწილაკებში.

 

პოლუსის პოზიცია განისაზღვრება იმის მიხედვით, რომ როდესაც ერთი ნაწილი იძენს ძალას, მეორე კარგავს, რის შედეგადაც პოლუსი უფრო ძლიერად გადაადგილდება, რისი შედეგიაა გამუდმებული ომი ორ ნაწილაკს შორის. ამჟამინდელი მოძრაობაც ერთ-ერთი ნაწლიკითაა განპირობებული.

 

მკვლევარებმა შეიმუშავეს თეორია 20 წლის სატელიტური მონაცემების შესწავლის შემდეგ, რომელიც დედამიწის მაგნიტური ველის ევოლუციური ფორმის გასაზომად სჭირდებოდათ.

 

თეორიის შემუშავების შედეგად შექმნეს მოდელი, რომელიც პოლუსის ისტორიულ მოძრაობას შეესაბამება და გამოიყენეს ის მომავალი გზის გასაგებად. მან აჩვენა, რომ რუსეთისკენ მიმავალი ბოძები ამჟამინდელ სწრაფ ტემპს შეინარჩუნებს და საბოლოოს ციმბირის ნაწილს გადალახავს. მოდელს არ შეუძლია რაიმე შეფასების გაკეთება შორეულ მომავალზე.

​29 აპრილს დედამიწას ასტეროიდი 1998 OR2 ჩაუფრენს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 1998 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი, რომელსაც NASA-ს მეცნიერები უკვე 20 წელია ვარაუდობენ, ჩვენს პლანეტას 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის. მისი დიამეტრის 1,5 კილომეტრია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასტეროიდი პლანეტის ორბიტაზე არ მოხვდება, ამიტომ საშიშროება არ არსებობს.

 

თუმცა, მათივე თქმით, 1998 OR2-ს შემდეგი შეხვედრა დედამიწასთან უფრო ახლო მანძილზე მოხდება, ამიტომ ისინი ასტეროიდს პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევენ.

7-8 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსი იქნება.

 

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 6-9 ივნისს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

 

ჰაერის ტემპერატურა 7-8 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

 

ამასთან, თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

11 და 12 მაისს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „გლობალპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 11 და 12 მაისს დასავლეთ საქართველოში +23-დან + 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე.

 

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს უკვე გამოიდარებს და ნალექი ყველგან შეწყდება. ხვალიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. კერძოდ, 11 და 12 მაისს, დასავლეთ საქართველოში +23-დან + 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

13 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ისევ მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ისევ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა +20 +25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 19 მაისს ისევ გამოიდარებს“,- განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

ასტრონომებმა იუპიტერსა და ნეპტუნს შორის სხვა ვარსკვლავის სისტემაში წარმოქმნილი ასტეროიდები აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 19 ციური ობიექტი, როგორც მინიმუმ 4,5 მილიარდი წლის არის. სავარაუდოდ მზის სისტემამ ისინი თავისი ფორმირების პროცესში მიიზიდა, რადგან იმ პერიოდში ვარსკვლავებს შორის მანძილი გაცილებით მცირე იყო. აღმოჩენა ბრაზილიელმა და ფრანგმა მეცნიერებმა გააკეთეს.

 

ასტეროიდები მზის ირგვლივ ე.წ. კენტავრებთან ერთად მოძრაობენ. ასტრონომები კენტავრებს იმ ობიექტებს ეძახიან, რომლებსაც როგორც ასტეროიდებისთვის, ასევე კომეტებისთვის დამახასიათებელი თვისებები ახასიათებს. კენტავრები საკმაოდ უცნაურად მოძრაობენ, ამიტომ მეცნიერებმა მათი ორბიტების დაზუსტება გადაწყვიტეს. კვლევამ დაადგინა, რომ 19 ასტეროიდის არსებული ორბიტის ახსნა მხოლოდ იმ ფაქტს შეუძლია, რომ მზის სისტემის ფორმირების დროს ისინი სხვა ვარსკვლავების ირგვლივ მოძრაობდნენ.

ამერიკელი და მექსიკელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტყეების გაჩეხვამ და ბრაკონიერობამ ცხოველების, ფრინველების და რეპტილიების სულ მცირე 515 სახეობა გადაშენების ზღვარზე მიიყვანა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ცნობით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენს პლანეტაზე მეექვსე მასობრივი გადაშენების პროცესი მიმდინარეობს. ცოცხალი არსებები ბუნებრივ ტემპთან შედარებით დედამიწის ზურგიდან 100-ჯერ სწრაფად ქრებია. თუმცა წინა პერიოდებისგან განსხვავებით, როდესაც გადაშენება ბუნებრივი კატაკლიზმებით იყო გამოწვეული, ეს პროცესი ადამიანის აქტივობის შედეგია.

 

„მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში შევედით. ჩვენი კვლევის შედეგად გავარკვიეთ, რომ კრიზისი იმდენად სერიოზულია, რომ მომდევო 10-50 წელიწადში ჩვენი ქმედებები კაცობრიობის მომავალს განაპირობებს“, - ამბობს მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ჯერარდო ცებალოსი.

 

იანვარში გაერომ ველური ბუნების გადარჩენის გეგმა წარადგინა. ანალოგიური გეგმა ორგანიზაციამ 2010 წელსაც შეადგინა, მაგრამ მსოფლიომ მასში გაწერილი პირობები ვერ შეასრულა, ამიტომ ახლა პლანეტაზე სახეობების გადაშენების უპრეცედენტო ტემპი ფიქსირდება, საფრთხეშია ეკოსისტემები, რაც ადამიანის ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას ახდენს.

ავსტრალიაში უცნობმა ვირუსმა ასობით ფრინველი მოკლა. მედია წერს, რომ დაავადება სწრაფად ვრცელდება და იქედან გამომდინარე, რომ ახლო კონტაქტით ვრცელდება, მას კორონავირუსსაც ადარებენ.

 

ექსპერტებს უჭირთ იმის ახსნა, რამ გამოიწვია ეს ვირუსი, რომელიც ახლო კონტაქტით სწრაფად ვრცელდება, თუმცა განმარტავენ, რომ ეს მდგომარეობა ლორის პარალიზის სინდრომით არის ცნობილი.

 

გრიფითის უნივერსიტეტის პროფესორის, დერილ ჯონსის თქმით, ქალაქ ბრიზბენში უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი Covid-19-თან არ არის დაკავშირებული, აქვს მნიშვნელოვანი მსგავსება, რადგან ფრინველთა მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება.

 

პროფესორის თქმით, ცნობილია, რომ მსგავსი ფაქტი აღმოსავლეთ ავსტრალიაში 70-იან წლებში დაფიქსირდა, წელს კი - ძირითადად ავსტრალიის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე შტატ, კუინზლენდში, ასევე - სანაპიროზე.

 

ლორი არის თუთიყუშის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ადამიანის ხმის კოპირებას ყველაზე უკეთ ახერხებს.

უამინდობა საქართველოში 27 აპრილამდე შენარჩუნდება.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 აპრილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნდება ნალექი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

 

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ სააგენტოში.

არქივი

« « » » Июль 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?