Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.174
EUR
3.4295
RUR
0.0415
GBP
3.9037

სამების საპატრიარქო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა.

 

წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. მეუფემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.

 

„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევას, მოლოცვას. ჩვენც ჩვენი მხრიდან მივულოცოთ მას ხარების დღესასწაული. ვუსურვოთ დღეგრძელობა, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ შესწირა, დაუთმო და დღესასც აგრძელებს იმას, რომ საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი. ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის და უფლის გზას“, - განაცხადა მეუფფე შიომ.

 

მანამდე მეუფე შიომ ქადაგებისას დღვანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც ჩვენს გულსა და გონებას ეხება უფლის მადლი. განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ადამიანზეა დამოკიდებული, ის მიიღებს თუ არა ისესო ქრისტეს თავის გულში. ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი ცხოვრება. ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ გულში უფალი იესო ქრისტე, რადგან იცით, ადამიანი უფლის ტაძარია“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

 

მისივე თქმით, დღეს ეკლესია ღვთისმშობლის მშობლებსაც იხსენებს: წმინდა იოაკიმესა და ანას, რომელთაც უამრავი განსაცდელი გამოიარეს და რომ ჩვენი განსაცდელები არაფერია მათ განსაცდელებთან შედარებით.

 

„რატომ ხდება ასე? იმისთვის, რომ უფალი ჩვენს გულში იშვას, ეს დიდი სულიერი ბროლის, განსაცდელების შედეგად ხდება. ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი. ამის მაგალითია წმინდა იოაკიმე და ანა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვა-ლოცვა ჩატარდა. მრევლს შორის დისტანციას სასულიერო პირები აკონტროლებდნენ.

 

მრევლს ქადაგებით არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობა განსაცდელშია, და იმედი გამოთქვა, რომ აღდგომამდე ვითარება დასტაბილურდება და დღესასწაულს მართლმადიდებელი მრევლი ტრადიციისამებრ აღნიშნავს. არქიმანდრიტმა, მრევლს ლოცვის გაძლიერებისაკენ მოუწოდა.

 

საკვირაო წირვა-ლოცვა ჩატარდა სამეგრელოს ეპარქიებშიც. სენაკის, ფოთისა და მარტვილის ტაძრებში წირვას მეუფეები დაესწრნენ. მათ მოახლოებულ დღესასწაულზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ის, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ტაძრებში, საპატრიარქოს გადასაწყვეტია. მათივე თქმით, ბზობის დღესასწაულის შემდეგ ისინი თბილისში ჩავლენ და პირადად შეხვდებიან კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

 

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მე, როგორც ერთი ქრისტიანი, რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

 

„მესმის, რომ ბევრს სურს, მსგავს ემოციურ და სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის საკითხი რაღაც წინააღმდეგობებზე დაფუძნებით დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს. მერწმუნეთ, ასე არ იქნება. ჩვენ ეკლესიასთან ერთად აუცილებლად ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს და ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესებსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის. ამისკენ მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების და მშობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ აქაც ისეთ გამოსავალს ვიპოვით, როგორიც ჩვენს ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და დღევანდელობას შეეფერება“, - განაცხადა გახარიამ.

 

საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. როგორც imedinews-ს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

 

„ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ უწყებაში.

 

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 383 მოქალაქე რჩება. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

 

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები.

 

საგარეო უწყების ცნობით, ეს მიმართულებია: 16 აპრილი - პარიზი-თბილისი; 18 აპრილი - თელავივი-თბილისი; 21 აპრილი - რომი-თბილისი.

 

რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

 

მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება: 7 აპრილი - ათენი -თბილისი; 10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი; 12 აპრილი - ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი.

 

მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე. მოქალაქეები ორგანიზებულად დაბრუნდნენ შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

 

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა - 2. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც აჭარაში ვიზიტით მყოფმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული მკაცრი ნაბიჯები სწორედ ასეთი შემთხვევების მინიმიზაციას ისახავს მიზნად.

 

„ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევებმა ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და სიმკაცრე ნაბიჯების არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ პირველ რიგში პასუხისმგებლები ვართ ჩვენ მშობლების, მოხუცებულების წინაშე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ღონისძიებებს გავამკაცრებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

გიორგი გახარიამ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და ექიმების მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა.

 

„მე რა თქმა უნდა მინდა მწუხარება გამოვთქვა, მივუსამძიმრო პირველ რიგში ოჯახს და ახლობლებს. მინდა მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა ისინი გავამხნევო, იმიტომ რომ ჩვენ წინ კიდევ დიდი ბრძოლები გველის და, შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის“, - აღნიშნა გახარიამ.

 

საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

გაეროს მიგრანტების საკითხში უზენაესი კომისრის სამმართველომ ევროკავშირს ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენის ახალი მისიების განხორციელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

„ეს უძველესი არაპოლიტიკური პრინციპია, რომ ზღვაში დახრჩობის საფრთხის წინაშე ადამიანების ბედის ამარად დატოვება არ შეიძლება“, - განაცხადა კომისარიატის წარმომადგენელმა ფრანკ რემუსმა.

 

მარტში ამოიწურა ხელშეკრულების ვადა, რომელიც 6 თვის წინ გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთა და მალტამ გააფორმეს. დოკუმენტი იტალიიდან ევროპის სხვა ქვეყნებში ზღვაზე გადარჩენილი მიგრანტების გადანაწილების წესებს ადგენდა და მის გამო რომი იტალიის პორტებში შესვლის ნებას აძლევდა ხომალდებს, რომელთა ბორტზეც გადარჩენილი მიგრანტები იყვნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო შეთანხმება ჯერჯერობით არ გააგრძელეს.

 

„მიგრანტების გადარჩენა ევროკავშირის ყველა წევრის საერთო პასუხისმგებლობაა, ამიტომ თავისი წვლილი რაც შეიძლება მეტმა სახელმწიფომ უნდა შეიტანოს“, - განაცხადა რემუსმა.

ამერიკის საელჩო საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. შესავამისი ტექსტი დიპლომატიური წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე განთავსდა.

 

„დიდი მადლობა სოლიდარობისა და მეგობრობის ამ ლამაზი სიმბოლოსთვის. ჩვენ ამ სიტუაციაში ერთად ვართ და ერთად გადავიტანთ ყველაფერს!“, - წერია საელჩოს პოსტში

 

„საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების! - ამ გზავნილით საქართველომ თავის სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერა გამოუცხადა და თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 312 146 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 8 499 გარდაიცვალა, 14 997 კი განიკურნა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

იმერეთის მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბაზრის ტერიტორიაზე მხოლოდ მაღაზიები იმუშავებენ. ზვიად შალამბერიძემ იმ დარღვევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც იმერეთში დაფიქსირდა.

 

მისი ინფორმაციით, გუშინ 30 პირი დაჯარიმდა. წინა დღეებში კი მაჩვენებელი გაცილებით დიდი იყო. ჯარიმები შეეხო როგორც კომენდანტის საათის დროს , ასევე თვითიზოლაციისა და მანქანაში ჯდომის წესების დარღვევას.

კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტების მიერ გავრცელებულ დასკვნაში.

 

მათი განცხადებით, სასურსათო კრიზისის გამომწვევი მიზეზი, ერთი მხრივ, პანიკის გამო პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა, მეორე მხრივ კი, სხვადასხვა ქვეყნის მიერ საზღვრების ჩაკეტვა და ტვირთების გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გახდეს.

 

ექსპერტების შეფასებით, რისკის ჯგუფში პირველ რიგში ხორბალი და ბრინჯი შედის.

 

მსოფლიოში ბრინჯის რიგით მესამე მიმწოდებელმა, ვიეტნამმა, დროებით მისი ექსპორტი აკრძალა, ყველაზე მსხვილმა მომხმარებელმა, ჩინეთმა კი ზოგიერთი სახეობის ბრინჯის შესყიდვის ფასები გაზარდა და რეზერვების შექმნას გეგმავს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამედიცინო აღჭურვილობის მარაგების შესახებ კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკითხი ჩაბარებული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილს და დღეს არსებობს შესაბამისი საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება.

 

„მოგეხსენებათ, რომ მთავრობის დონეზე ჩვენ გამოვყავით რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის მიმართულება, რაზეც ვთქვით, რომ ეს ის სისტემური მიმართულებებია, რომლის სწორად მართვის პირობებში COVID-19-ს გავუმკლავდებოდით და ვთქვით, რომ ეს იყო პირველ რიგში, ჯანმრთელობა და მეორე - მარაგების მართვა. აქ შედის სწორედ ამ სამედიცინო მარაგების მართვაც. ეს ჩაბარებული აქვს ბატონ ლევან დავითაშვილს და მინდა გითხრათ, რომ სულ უკეთ და უკეთ მიმდინარეობს ეს პროცესი, დღეს არსებობს საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საჭირო მარაგების თვალსაზრისით საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელმაც ქვეყანა უნდა მოამარაგოს აუცილებელი, საკვები პროდუქტებით, სამედიცინო მასალებით და აღჭურვილობებით.

 

„სწორედ ამიტომ გახლდით დღეს ბათუმის პორტში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპორტო ინფრასტრუქტურა არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არც ერთი წუთით არ გაჩერდება. ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა მოამარაგოს აუცილებელი, როგორც საკვები პროდუქტებით, ასევე სამედიცინო მასალებით და აღჭურვილობებით. სწორედ ამიტომ ვიყავით ჩვენ დღეს აქ, რომ შეგვემოწმებინა, როგორ გამართულად მუშაობს პირველ რიგში საკონტეინერო ტერმინალი, როგორც ბათუმის ისე ფოთის. ჩვენთვის ეს უკიდურესი აუცილებლობაა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის არხებია, რომლითაც ჩვენ ვამარაგებთ ჩვენს ქვეყანას და ასევე ჩვენს მეზობლებს. ესეს ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა, რამეთუ გამოდის, რომ საზღვაო კავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

,,იტალიაში უფრო მეტი საშინელება ხდება, ვიდრე მედიით ინფორმაცია ვრცელდება", - ამის შესახებ ,,გლობალპრესს" იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა ,,skype" -ით საუბრისას უთხრა.

 

ემიგრანტების თქმით, იტალიაში კორონავირუსით უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებული ადამიანები ქუჩაში იღუპებოდნენ. აღნიშნული შედეგი იტალიამ იმიტომ მიიღო, რომ მთავრობის მიერ დაწესებულ წესებს ხალხი არ დაემორჩილა.

 

,,იტალიაში იმაზე მეტი საშინელება ხდება, ვიდრე მედიაში აცხადებენ. კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე ადამიანი ქუჩაში გარდაიცვალა. ხალხი არ ემორჩილებოდა მთავრობის მიერ დაწესბულ წესებს. ქალაქში ყოველდღე ტარდება დეზინფექცია, დადიან ავტომობილებით და აფრთხილებენ ხალხს, რომ გარეთ არ გავიდნენ," - ამბობს მ.ა.

 

ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთი ემიგრანტი, შ.კ. აღნიშნავს, რომ შედეგი, რაც აქვს დღეს იტალიას, ხალხის დაუმორჩილებლობამ გამოიწვია.

 

,,მთავრობამ სხვადასხვა შეზღუდვები დააწესა, რომ ვირუსი არ გავრცელებულიყო, თუმცა ადამიანები არ ემორჩილებოდნენ. მაინც გადიოდენ გარეთ, არ იღებდნენ პირადი უსაფრთხოების ნორმებს, აქედან გამომდინარე დადგა ის შედეგი, რაც დღეს არის ქვეყანაში, უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, ახლა კი შეშინებულია ხალხი. პიზაში ვცხოვრობ და ქალაქი მთლიანად ცარიელია, სასტიკად აკრძალულია გარეთ გასვლა, სპეციალური საშვის გარეთ ვერავინ გადის. პოლიცია, ჯარის კაცები დგანან ქუჩებში და შესაბამისი სამსახურები ქუჩებს დეზინფექციას უტარებენ ," - ამბობს შ.კ.

 

ვერონაში მცხოვრები ქართველის, მ.ც.-ს თქმით, რთული მდგომარეობაა, დაცარიელებულია მთელი ქალაქი, მთავრობის წარმომადგენლებს და მოხალისეებს ხალხისთვის სახლში მიაქვთ საკვები.

 

„ვერონაში ვხოვრობ, არ ვაპირებ ჯერ საქართველოში დაბრუნებას. იმედი მაქვს, უფლის წყალობით მდომარეობაა მალე გამოსწორდება. მთელი ვერონა დაცარიელებულია. მოხალისეებს და მთავრობის წარმომადგენლებს სახლში მოაქვთ საკვები. ყველა შეშინებულია და სახლიდან ვერავინ გადის. ხალხი თავის დროზე, სერიოზულად რომ მიდგომოდა კორონავირუსისგან გამოწვეულ პრობლემას, ამ შედეგს არ მიიღებდენ. იტალიელები ქართველებივით დაუმრჩილებლები არიან. სულ არღვევენ დაწესებულ წესებს. ძალიან ჰგვანან ქართველებს. უამრავი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, რომ დაფიქსირდა, მის შემდეგ შეშინდა ხალხი," - განაცხადა ქართველმა ემიგრანტმა მ.ც-მ.

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში 119 827 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 758  გარდაიცვალა, ხოლო 19  დაინფიცირდა.

ევროკავშირი

არქივი

« « » » Апрель 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?