დაშავებული მოქალაქეების მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა. მოვლენების შეფასებისგან სერგეენკო თავს იკავებს და აცხადებს, რომ ის ძირითადად პაციენტების პატრონაჟით იყო დაკავებული.

 

„მართლა ძალიან რთული იქნება ჩემგან ამ მოვლენების შეფასება. მე მართალი გითხრათ, დაკავებული ვიყავი უფრო პაციენტების პატრონაჟით. ამიტომ მართლაც გამიძნელდება და თავს შევიკავებ რაიმე კომენტარისაგან,“ - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

 

კითხვაზე, როგორი იყო მისი რეაქცია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი იხილა, ყოფილი მინისტრი პასუხობს, რომ სურათი იყო უმძიმესი.

 

„მე ძირითადად კონცენტრირებული ვიყავი პაციენტების მოვლაზე. რაც დილიდან ხდებოდა და რაც მე დავინახე, ეს სურათი რა თქმა უნდა, იყო უმძიმესი. ამაზე არ შეიძლება იყოს ორი აზრი,“ - აღნიშნა სერგეენკომ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.