პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის შემდეგ აღარ გახანგრძლივება არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები ერთიანად მოიხსნება.

 

პრემიერის განმარტებით, ის შეზღუდვები, რომელზეც ეპიდემილოგები გასცემენ რეკომენდაციას, დარჩება. გარდა ამისა, გახარიას განცხადებით, პარლამენტთან ერთად შეიმუშავებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, საგანგებოს გარეშე დააწესოს კონკრეტული შეზღუდვები.

 

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი. ეს შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემილოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ამისთვის ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე და გვქონდეს შესაძლებლობა, ის შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით იქნება აუცილებელი, დავაწესოთ და აღვასრულოთ”, - აღნიშნა პრემიერმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.