არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული სერიოზულობით ვაცხადებ, რომ საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, შეწყალება არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას, ან გადაფასებას, დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან.

 

„წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრების გადავსების მაგივრად დღეს საბედნიეროდ, ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში. პოლიტიკოსი რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის პოლიტპატიმარი არ ეწოდება, იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება, მიუღებელია და უნდა დასრულდეს. შეწყალება არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას, ან გადაფასებას, დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.