„ვის არიგებ ჭკუას, სად გაქვს იმდენი, რომ სხვა დაარიგო“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა და გიგი უგულავა ციხიდან პატრიარქის მიმართ გარკვეულ გზავნილებში დაადანაშაულა.

 

მეუფე იაკობის განცხადებით, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პოლიპატიმარები არ არიან, თუმცა მათ საქმეში პოლიტიკა აშკარად იკვეთება.

 

„ციხიდან პატრიაქრის მიმართ გიგი უგულავას მიერ გარკვეული გზავნილები იყო. ვის არიგებ ჭკუას, სად გაქვს იმდენი, რომ სხვა დაარიგო. გათავისუფლება მივულოცე, ნებისმიერს მივულოცავ. რახან ეს მოხდა მე ვფიქრობ, რომ დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ და ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან. ეგენი, რომ გამოუშვეს შეიძლება ამერიკელებისთვის, რუსებისთვის, ან ევროპელებისთვის პოლიტიკური დევნილები იყვნენ. რისთვის იძახიან, რომ პოლიტიკური დევნილები არიან, იმიტომ იძახიან, რომ ხელისუფლების ბევრი რაღაც არ მოსწონთ. უშუალოდ მათ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი, მაგრამ პოლიტიკა რომ ჩარეული იყო ჩანდა. რურუას, რომ ტელევიზია აქვს მაგ ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში, თორე არც ვიცოდა ტელევიზიის მეწილე რომ იყო“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა სოფელ ტიბაანიის ხირსის მონასტრის სტეფანე პირველდიაკვნის ტაძარის აღდგენისა და ღვთისმშობლობის მიძინების სახელობის ეკვდერის კურთხევის შემდეგ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.