Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.174
EUR
3.4295
RUR
0.0415
GBP
3.9037

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ფეხბურთელები და ზოგადად, სპორტსმენები, სოციალურ ქსელებში კიდევ უფრო აქტიურები გახდნენ.

 

ნორვიჩის მცველმა, ტიმო კლოზემ Instagram-ზე პოსტი დადო, სადაც ის გულშემატკივრებს აჩვენებდა, თუ როგორ გაჰყავდა Netflix-ის ერთ-ერთი ანიმაციის ყურებით მას დრო. ამის შესახებ GIBET.COM - სოციალურ ქსელში ,,Twitter" წერს _ გერმანელი ფეხბურთელი უნებურად დაცინვის ობიექტი გახდა. კომპიუტერში გახსნილ მეორე ფანჯარაში, მას პორნოგრაფიული საიტი ჰქონდა ჩართული, რაც გულშემატკივართათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ბირმინგემის საფეხბურთო კლუბის „ასტონ ვილას“ კაპიტანმა ჯეკ გრილიშმა იზოლაციის წესები დაარღვია და სახლიდან გასვლის შემდეგ ავარიაში მოყვა. ამის შესახებ Sun-ი წერს.

 

გრილიშმა მთელი ღამე სტუმრად, თავის ნაცნობთან წვეულებაზე გაატარა, ავტოსაგზაო შემთხვევა კი დილის 8 საათზე მოხდა. ფეხბურთელის ავტომობილი „რენჯ როვერი“, რომლის ღირებულებაც 89 ათასი ევროა, პარკირებულ სამ მანქანას დაეჯახა. გრილიში დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს დაჰპირდა, რომ ზარალს სრულად აუნაზღაურებს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯეკ გრილიშმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ეროვნული გუნდი მადრიდში 23:10 დაამარცხა.

 

პირველი ტაიმი ქართველებმა ესპანელებს 5:23 მოუგეს, ხოლო მეორე ნახევარი ესპანელების სასარგებლოდ 5:0 დასრულდა.

 

ცნობისთვის, ქართველებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაზე მეორე შეხვედრა გამართეს და ორივე მატჩი გამარჯვებით დაასრულეს.

 

მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები ბელგიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 22 თებერვალს, სამშობლოში გამართავენ.

ბელგიის 2019-2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი, კორონავირუსის გამო დასრულდა ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატი COVID-19 პანდემიის გამო დასრულებულად გამოცხადდა. ამის შესახებ sport.be წერს

 

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული პირველადგილოსანმა ''ბრიუგემ'' მოიპოვა, მეორე ადგილზე კი გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას ''გენტი'' გავიდა.

 

ქართველი ლეგიონერების გუნდი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

 

ბელგიური მედიის ცნობით უცნობია, რა მოხდება ბელგიის თასის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემაზე, 15 აპრილს, ბელგიის პრო ლიგის მმართველი საბჭოს წევრები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ.

 

მსოფლიოში ბელგია პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატის დარჩენილი შეხვედრები არ ჩაატარდება და პირველადგილოსანი ჩემპიონად გამოაცხადეს.

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარებულიყო, წელს კორონა ვირუსის გამო არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

 

ევროპის საფეხბურთო კავშირმა შესაბამისი გადაწყვეტილება, დღეს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მიიღო, რომელზეც მიწვეული იყვნენ უეფას წევრი 55 ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე - ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელები და ევროპული ლიგებისა და ფეხბურთელთა პროფკავშირის (FIFPro) წარმომადგენლები. ვიდეოკონფერენციის მიზანი სწორედ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ვითარების განხილვა იყო.

 

როგორც უეფაში აცხადებენ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება.

 

რაც შეეხება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, 2022 წლის ზაფხულისთვის გადაიდება. ის ხელს არ შეუშლის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს, რადგან მუნდიალი ყატარში, ზამთარში უნდა ჩატარდეს.

 

ასევე გადაიდო უეფას ჭაბუკთა ლიგის ¼-ფინალის შეხვედრები, რომლებიც 17 და 18 მარტს უნდა ჩატარებულიყო.

 

„ადამიანების ჯანმრთელობა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ეს სვლა დაეხმარება ყველა ეროვნულ ჩემპიონატს სეზონის დასრულებაში. უეფას ყველა მატჩი, მათ შორის ამხნააგურები, საკლუბო და სანაკრებო, შეჩერებულია მანამ, სანამ ახალი მითითება არ იქნება“, - ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.

 

უეფამ ევროპაში COVID-19-ის გავრცელების გამო, ჯერ კიდევ 13 მარტს შეაჩერა მისი ეგიდით მიმდინარე ყველა საკლუბო ტურნირი. გაურკვეველი დროით გადაიდო 18 და 19 მარტს დაგეგმილი უეფას ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩები და 20 მარტს გასამართი ყველა საპასუხო ⅛-ფინალური შეხვედრა ევროპალიგაში

2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს 41:13 მოუგო. მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა.

 

მატჩის პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნების" მცირედი უპირატესობით, 8:6 დასრულდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა.

 

აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლა.

 

2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 9 თებერვალს, მადრიდში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) ივნისში გასამართი სანაკრებო მატჩები, მათ შორის ერთა ლიგის პლეიოფის მატჩები გაურკვეველი ვადით გადადო. ამის შესახებ UEFA-ს განცხადებაშია ნათქვამი.

 

„2020 წლის ივნისს გასამართი ეროვნული ნაკრებების თამაშები გაურკვეველი ვადით გადაიდო“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ასევე გადადებულია ყველა ამხანაგური სანაკრებო შეხვედრა და ასაკობრივი ნაკრებებისთვის კონტინენტის პირველობები.

 

17 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2020 წლის ნაცვლად 2021 წელს გაიმართება, ხოლო უეფას რეკომენდაციების მიხედვით, ერთა ლიგის პლეიოფის მატჩები, მათ შორის, საქართველო-ბელარუსის თამაში, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო გადაიდო.

საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი ერთა ლიგის "D" დივიზიონის პლეი-ოფის მატჩი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

აღნიშნული შეხვედრა 26 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო თამაშის გამართვა შეუძლებელი გახდა.

 

მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ბრიტანული გამოცემის Daily Mail-ის ინფორმაციით 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფისას გარდაიცვალა.

 

NBA ვარსკვლავი ვერტმფრენით კალიფორნიაში გადაადგილდებოდა, რა დროსაც კატასტროფა განიცადა. კობი ბრაიანტთან ერთად ეკიპაჟის 4 წევრიც დაიღუპა. შემთხვევა, კვირას დილით მოხდა.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კალადბურთელმა მთელი კარიერა "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გაატარა (1996-2016). ამ პერიოდში ის 5-ჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი (2000, 2001, 2002, 2009, 2010). ასევე, ის 2009 და 2010 წლებში ფინალების MVP-იც გახდა.

 

კალათბურთელმა All Star-ის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. NBA-ის ისტორიაში, საუკეთესო მექულეთა შორის კობი მე-4 ადგილს იკავებს. მას ლებრონ ჯეიმსმა გასულ კვირას გადაასწრო.

კორონავირუსის პანდემიის გამო უიმბლდონის ტურნირი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.

 

ტურნირი დიდ ბრიტანეთში 29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით უნდა გამართულიყო. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ტურნირი 202წ1 წელს გაიმართება.

 

უიმბლდონის ტურნირი მსოფლიოში უძველესი საჩოგბურთო ტურნირია, რომელიც 1877 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ლონდონის უბანში უიმბლდონში. უიმბლდონი დიდი სლემის ოთხიდან ერთ-ერთი ტურნირია და ერთადერთი, რომელიც ბალახის საფარის კორტებზე ტარდება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასზე თასის მფლობელმა "საბურთალომ" ჩემპიონი თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

 

მატჩი დიდად სანახაობრივი ნამდვილად არ იყო. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, გოლი კი "საბურთალომ" გაიტანა. მე-14 წუთზე ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში გაბედავასთან ბრძოლაში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი კოხრეიძემ გამოიყენა.

 

 

ფოტოგრაფი: მალხაზ სვანიძე

 

მეორე ტაიმში "დინამოს" თამაშის გადასარჩენად აქტიურობა მართებდა, მაგრამ იერიშების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. ტემპიც დაეცა, რაც "საბურთალოს" აძლევდა ხელს. "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ცვლილებებით სცადა ვითარების შეცვლა, თუმცა ამანაც არ გამოიღო შედეგი.

 

"საბურთალომ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და პირველად დაეუფლა სუპერთასს.

 

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"

 

დინამო (თბ) - საბურთალო 1:0

 

გოლი: კოხრეიძე (14, პენ)

 

დინამო (თბ): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი (იაშვილი 46), ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა, ბუღრიძე (ახვლედიანი 66), ქარდავა, ნინუა (კუცია 74), კუხიანიძე, ორშულა

 

საბურთალო: ლ. კუპატაძე, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ტაბატაძე, ალთუნაშვილი (ცნობილაძე 82), ტერა, გოშთელიანი (ყენია 70), კოხრეიძე (ჭიჭინაძე 90+4), ლუმუ, გაბედავა

 

ფოტოგრაფი: მალხაზ სვანიძე

 

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა.

 

შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურის შემდეგ, საქართველოს, ჯგუფში 5 ქულა დაუგროვდა და ევროპის ჩემპიონატზე ამ ჯგუფიდან მოხვედრის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

 ფოტოგრაფი მალხაზ სვანიძე

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჯგუფში ირლანდიის წინააღმდეგ მეორე მატჩი ჩაატარა. პირველ შეხვედრაში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ირლანდიაში 0:1 დამარცხდა.

 

 ფოტოგრაფი მალხაზ სვანიძე

 მომდევნო შეხვედრას კი საქართველოს ნაკრები 15 ოქტომბერს გიბრალტარში, გიბრალტარის ეროვნულ გუნდის წინააღმდეგ გამართავს. 

ევროკავშირი

არქივი

« « » » Апрель 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?