Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.174
EUR
3.4295
RUR
0.0415
GBP
3.9037

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის გამცხადებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიო წესრიგს სამუდამოდ შეცვლის. ამის შესახებ ამერიკული დიპლომატიის ყოფილმა ხელმძღვანელმა The Wall Street Journal-ში გამოაქვეყნებულ სტატიაში დაწერა.

 

„რეალობა ის არის, რომ მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ არასოდეს იქნება იგივე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი მოქალაქეები დაავადებისგან უნდა დაიცვას და ამავდროულად ახალი ეპოქის დაგეგმვისთვის მუშაობა დაიწყოს“, - წერს ჰენრი კისინჯერი.

 

„ახლა, ისევე, როგორც 1944 წლის ბოლოს, საფრთხის შეგრძნება გაჩნდა, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე, არამედ შემთხვევით და გამანადგურებელ დარტყმაზე. იმ დროს ამერიკული გამძლეობა ეროვნული მიზნით იყო გამაგრებული. ახლა, დაყოფილ ქვეყანაში, ეფექტური და შორსმჭვრეტელი მთავრობაა საჭირო იმისათვის, რომ გადავლახოთ უპრეცედენტო და გლობალური დაბრკოლებები“, - აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

 

ჰენრი კისინჯერმა ასევე გააკრიტიკა ის, რომ მსოფლიოს ქვეყნები მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ზრუნავენ და ერთმანეთს კარებს უხურავენ.

 

„ერები თანაარსებობენ და ვითარდებიან მაშინ, როდესაც მათ ინსტიტუტებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ უბედურება, შეაკავონ მისი გავლენა და აღადგინონ სტაბილურობა“, - დასძინა მან.

 

ჰენრი კისინჯერის თქმით, ვირუსს არ აქვს საზღვრები, თუმცა მსოფლიო ლიდერები კრიზისის მოგვარებას ძირითადად ნაციონალურ საფუძველზე ცდილობენ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავარი არ არის წმინდა ეროვნული ძალისხმევა, არამედ უფრო დიდი საერთაშორისო თანამშრომლობა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ბელარუსმა რუსეთთან დროებით სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ბელარუსის რკინიგზის ხაზები“ იტყობინება.

 

გავრცელებული ინფორმაციით დღეიდან მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით რეისები აღარ შესრულდება.

 

კომპანია მგზავრებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ შექმნილ სიტუაციას და ბილეთებში გადახდილი თანხის დაბრუნებას ჰპირდება. დღეისათვის ბელარუსში კორონავირუსის 440 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 5 ადამიანი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და მისი სატელიტები ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას გეგმავენ.

 

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დარწმუნებული ვართ, რომ ირანი და მისი სატელიტები უეცარ თავდასხმას გეგმავენ აშშ-ის ჯარებზე ან/და სამხედრო ბაზებზე ერაყში. თუ ეს მოხდება, ირანს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

3 იანვარს, გამთენიისას ბაღდადში ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს. ის დაიღუპა სარაკეტო დაბომბვის შედეგად, რომელიც ამერიკულმა ავიაციამ ერაყში აშშ-ის საელჩოს ბლოკირების პასუხად განახორციელა და რომლის ორგანიზებაშიც ვაშინგტონმა ირანი დაადანაშაულა. სულეიმანი უცხოეთში ირანის შეიარაღებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელი და ისლამური რესპუბლიკის ძალაუფლების იერარქიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. მისმა მკვლელობამ შესაძლოა რეგიონში ვითარება რადიკალურად შეცვალოს.

ევროპული ქალაქი, სადაც ბინის დაქირავება ყველაზე ძვირია, ლონდონია. საკონსულტაციო კომპანია ECA International-ის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 3-საძინებლიანი საცხოვრებელი სახლის ქირის ფასი თვეში საშუალოდ 5 300 ევროა.

 

რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს დუბლინი (3 613 ევრო თვეში), მესამე ადგილზე კი- პარიზია (3 461 ევრო თვეში). ხუთეულში ასევე მოხვდნენ ბერლინი და მადრიდი.

 

მანამდე დასახელდა ევროპის ქალაქები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია. პირველობას ამ რეიტინგშიც ლონდონი იკავებს.

კორონავირუსის პანდემია წყვილებისთვის მძიმე გამოდგა, რადგან დახურულია საზღვრები. შეზღუდვები კი ბევრ პრობლემას უქმნის შეყვარებულებს, რომ ერთანეთს ჩაეხუტონ.

 

გამოცემის ინფორმაციით, 89 წლის გერმანელი, ჩრდილოეთ ფრიზიის მკვიდრი კარსტენ ტიუხსენ ჰანსენი და მისი 85 წლის დანიელი შეყვარებული, ინგა რასმუსენი ერთმანეთს უკვე ორი კვირაა ვეღარ სტუმრობენ. მიუხედავად ამისა, ისინი პაემანზე გერმანია-დანიის სასაზღვრო პუნქტზე დადიან. ამის შესახებ გამოცემა Spiegel Online-ი წერს.

 

როგორც გამოცემა წერს, ჰანსენი ყოველდღე პაემანზე ელექტროველოსიპედით, რასმუსენი კი ავტომობილით დადის. სასაზღვრო წითელ და თეთრ ბარიერთან(პუნქტზე) ისინი თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე სხედან, ყავას სვამენ, ორცხობილას მიირთმევენ და საუბრობენ.

 

„ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. ჩვენ გვაქვს ყავა და ერთი ბოთლი "Geele Köm" - სპირტიანი სასმელი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს რეგიონში, ჰანსენი მას უფროსი მიქსერს უწოდებს, ჩვენ ამას საღამოს ერთად ვსვამთ",- ამბობს 85 წლის ინგა რასმუსენი, რომელმაც ჰანსენი ორი წლის წინ გაიცნო და ხანდახან მის სახლში რჩება.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ფიტნესის მწვრთნელი იზოლაციაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ ავარჯიშებს, - ვიდეოს Euronews-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, 19 წლის პატო სერვანტესი გერმანიაში მექსიკიდან ჩავიდა. ადგილობრივები ბიჭის ინიციატივას აღფრთოვანებით შეხვდნენ და ვარჯიშში სიხარულით მონაწილეობენ.

 

უკრაინაში, ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის გამო ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს რადიაციის დონემ მოიმატა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს

 

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვაენლის ეგორ ფირსოვის განცხადებით ჩერნობილში, გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.

 

ფირისოვი, ასევე ,,FACEBOOK"- ზე აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ არის მომატეული რადიაციის დონე

 

„ცუდი ამბებია - ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია“ - აცხადებს ფირსოვი

 

ტყის ხანძარი ჩერნობილთან 4 აპრილს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ცეცხლი 100 ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული.

 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ჯერ კიევში რადიაციის დონე ნორმას არ აღემატება.

ფილიპინებზე პოლიციას და სამხედროებს კარანტინის წესების დამრღვევი პირების დახვრეტის ნებართვა მისცეს. შესაბამის განკარხულებაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ტელემიმართვის დროს ისაუბრა.

 

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეს პირები სამართალდამცველებს არ დაემორჩილებიან და მათ სიცოხლეს საფრთხეში ჩააგდებენ.

 

"თუ ისინი უმართავები გახდებიან, შეგეწინააღმდეგებიან და თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, დახვრიტეთ ისინი! სჯობს დაიხოცნონ, ვიდრე ქაოსი გამოიწვიონ. მე თქვენ დაგმარხავთ", - განაცხადა როდრიგო დუტერტემ.

 

ფილიპინებზე 2311 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია - 96.

ჩრდილოეთ მაკედონიამ ხელი მოაწერა ნატოში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ მოაწერა.

 

ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების პროცედურის დასრულება აპრილში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ჩატარება საფრთხის ქვეშ დადგა.

 

თებერვალში ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ჩრდილოეთ მაკედონიისთვის წევრობის მინიჭებას ბოლოს მხარი ესპანეთმა დაუჭირა.

იტალიაში მედმუშაკმა ახალგაზრდა მამაკაცმა, კორონავირუსის სავარაუდ გადადების გამო, თავისი შეყვარებული ექიმი ქალი მოკლა, ამის შენასებ ინფორმაციას ,,dailymail" - ი ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, სიცილიაში 28 წლის ანტონიო დე პაჩემ პოლიციაში დარეკა და აღიარა, რომ თავისი შეყვარებული ლორენა კარანტა ,,covid-19" -ს გადადების გამო გაგუდა,  დე პაჩემ კი თვითდაზიანება მიიყენა.

 

„მოვკალი, იმიტომ რომ კორონავირუსი გადამდო", - განუცხადა თავდამსხმელმა სამართალდამცველებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, დე პაჩეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ასევე ვირუსი მის გარდაცვლილ შეყვარებულს არ დაუდასტურდა

ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ფიქრობს, რომ ამერიკელებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების პირობებში დიდხანს მოუწევთ ცხოვრება. ამის შესახებ The Gurdian-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მან ვიდეო მიმართვის დროს გააკეთა.

 

„არ მგონია, ჩვეულ ნორმებს დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნორმალურის ახალი განსაზღვრება გვექნება“, - განაცხადა კუომომ. ​

 

მისივე თქმით, თითოეული ამერიკელის პასუხისმგებლობაა იზრუნოს იმაზე, რომ პანდემიის შედეგად მიღებული ცვლილებები პოზიტიური იყოს და არა ნეგატიური. თუმცა ასევე დასძინა, რომ ყველა მზად უნდა იყოს კრიზისისთვის, რომელსაც ქვეყანა სავარაუდოდ თავს ვერ აარიდებს.

 

ნიუ-იორკი აშშ-ში COVID 19-ის გავრცელების ერთ-ერთი ეპიცენტრია. კორონავირუსი გუბერნატორის ძმას, CNN-ის წამყვან კრის კუომოსაც დაუდასტურდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ჩინეთმა ამერიკული გამოცემების The Wall Street Journal-ის, New York Times-ის და Washington Post-ის ჟურნალისტებს აკრედიტაციები ჩამოართვა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა აკრედიტაციები 10 დღის განმავლობაში უნდა ჩააბარონ. ამასთან, ამ გამოცემებმა The Voice of America-სა და Time-თან ერთად ჩინეთის სამართალდამცავ ორგანოებში დაფინანსების, თავისი თანამშრომლების და ჩინეთში მოღვაწეობის შესახებ ანგარიშები უნდა წარადგინონ.

 

ასეთი ქმედებები ჩინეთის მხრიდან აშშ-ის გადაწყვეტილებაზე პასუხია. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების თანამშრომლები უცხოელ აგენტებთან გააიგივა.

ევროკავშირი

არქივი

« « » » Апрель 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?