ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ კორონავირუსმა ევროკავშირის გადარჩენას საფრთხე შეუქმნა. მისი თქმით, ევროკავშირი უნდა დაეხმაროს ისეთ სუსტ წევრებს, როგორიც იტალიაა.

 

„თუ ამას ახლა ევროკავშირი ვერ გააკეთებს, ის ვერ გადაურჩება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდება. ეს არა მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა, არამედ ტრაგიკული რეალობაა... რა დარჩება ევროპისგან იტალიის გარეშე?“ - აღნიშნა სოროსმა.

 

ცნობისთვის, იტალია პირველი ქვეყანა იყო, რომელიც კორონავირუსისგან დაზარალდა. ეპიდაფეთქების დროს, ევროკავშირის ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს, რამაც ექსპერტების აზრით, ევროპის ერთიანობა ეჭვქვეშ დააყენა. მოგვიანებით იტალიას ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ვონ დერ ლეიენმა ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, ორგანიზაცია იტალიას მაშინ ვერ დაუდგა გვერდით, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.