Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.174
EUR
3.4295
RUR
0.0415
GBP
3.9037

ჩრდილოეთ მაკედონიამ ხელი მოაწერა ნატოში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ მოაწერა.

 

ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების პროცედურის დასრულება აპრილში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ჩატარება საფრთხის ქვეშ დადგა.

 

თებერვალში ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ჩრდილოეთ მაკედონიისთვის წევრობის მინიჭებას ბოლოს მხარი ესპანეთმა დაუჭირა.

„ჰერითიჯის ფონდის“ საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავლუშოღლუს რჩევა და მიიღოს საქართველო ალიანსში.

 

Trtworld-მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, ლუკ კოფი ფართოდ მიმოიხილავს საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და აცხადებს, რომ რუსეთის ქვეყანაში შეჭრის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია დასავლური კურსისთვის და მოსკოვს ნატო-ს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება არ უნდა ჰქონდეს.

 

„საქართველოს გზა დემოკრატიისკენ მაგალითია მთელი რეგიონისთვის. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა დემოკრატიის გზას სტაბილურად გადის. ამერიკის ინტერესებშია, რომ რეგიონული სტაბილურობისთვის ის ამ გზაზე დარჩეს. წლების მანძილზე საქართველოს მთავრობები ახორციელებდნენ ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და დემოკრატიის დამკვიდრების დღის წესრიგს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყანა მტკიცედ რჩება ერთგული ტრანსატლანტიკური საზოგადოებისადმი... რუსეთი მის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის განგრძობად ოკუპაციას იყენებს, რომ შეაფერხოს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. მსგავსი დე ფაქტო ვეტოს გამოყენება მოსკოვის მხრიდან-მიუღებელია. საბედნიეროდ, ზოგიერთებმა შეძლეს შესულიყვნენ ნატო-ში რუსეთთან ომის გარეშე. მთავარი საკითხი მხოლოდ ის არის, არის თუ არა ლიდერების სათანადო პოლიტიკური ნება და კრეატიულობა, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს“,-წერს კოფი.

 

შეგახსენებთ, 23 იანვარს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საპანელო განხილვაზე ნატო-ს გაფართოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო უნდა გაფართოვდეს და საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდეს.

ნატო ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის გვერდით დგას. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

ინფორმაციას „ალ ჯაზირა ავრცელებს“. „ჩვენ ვართ ერთიანი, ვგმობთ რა ირანის მხარდაჭერას სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის. ასე, რომ ირანმა თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ძალადობისა და პროვოკაციებისგან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ცნობისთვის, ალიანსის გადაწყვეტილებით, ერაყში ნატო-ს საწვრთნელი მისია წყდება. იენს სტოლტენბერგის გადაწყვეტილებით, აღნიშნული გადაწყვეტილება „საკუთარი ხალხის დასაცავად საჭირო უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება“.

 

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად, ირანელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

საუბრები იმაზე, რომ ნატო მკვდარია, მეტისმეტად გადაჭარბებულია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„დასავლეთი იმარჯვებს და ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ. დასავლეთის ქვეყნები გაერთიანებულნი არიან ჩვენი თავისუფალი საზოგადოებებით და საერთო ღირებულებებით, როგორიც არის ადამიანია უფლებების დაცვა, თავისუფალი ბაზრები და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი საფრთხეს უქმნიან თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს და რომ სუვერენიტეტის ხელყოფა თავისუფლების ხელყოფას ნიშნავს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საპანელო განხილვაზე ნატო-ს გაფართოებაზე ისაუბრა.

 

„არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო და არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რომ ის წევრი ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ გვაქვს მეზობლობაზე უკეთესი ურთიერთობები რუსეთთან, თუმცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იწვევენ საქართველოს, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოახდინონ. საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ უნდა გავფართოვდეთ და საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა“,-განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ნატო ერაყში საწვრთნელ მისიას წყვეტს და საკუთარი ხალხის დასაცავად საჭირო უსაფრთხოების ყველა ზომას ახორციელებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

“შეხვედრაზე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა და ნატო-ს საწვრთნელი მისიის სირთულეები ერაყში. ნატო და მისი ყველა მოკავშირე "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების მიზნით შექმნილი კოალიციის წევრები არიან და ნატოს მისია ერაყში კოალიციის ძალისხმევას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ერაყის მთავრობის მიწვევით ქვეყანას სამხედრო ძალების გაწვრთნაში ვეხმარებით და ხელს ვუშლით "ისლამური სახელმწიფოს" დაბრუნებას,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ნატოს წევრებმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლისა და ერაყში ნატოს მისიის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

 

„თუმცა, პირადი შემადგენლობის უსაფრთხოება პირველხარისხოვანია. ამიტომ, ამ დროისთვის ადგილზე წვრთნებს ვწყვეტთ,“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

მისივე თქმით, ალიანსი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და ერაყის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას ინარჩუნებს,

 

„ნატო წვრთნებს მაშინვე გააგრძელებს, როგორც კი ამის შესაძლებლობას სიტუაცია მისცემს,“- განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული რჩება.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს მცდელობას განახორციელოს რეფორმები და მადლობას უხდის ალიანსისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში გამართული პრესკონფერენეციის დროს განაცხადა.

 

სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა ალიანსისთვს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„შავ ზღვას ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ალიანსს აქ ჰყავს მოკავშირეები- რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი და პარტნიორები: უკრაინა და საქართველო. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რუსეთმა ყირიმის ანექსია უკანონოდ მოახდინა

 

. საქართველო ჩვენთვის ახლო პარტნიორს წარმოადგენს და ჩვენ მათთან აქტიურად ვმუშაობთ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს მცდელობას განახორციელოს რეფორმები და მადლობას უხდის ალიანსისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ბევრი პარტნიორი გვყავს და ძალიან ვაფასებთ ამ პარტნიორობას, ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან დაწყებული, ისეთი მეზობლებით დამთავრებული, როგორებიცაა ფინეთი, შვედეთი, უკრაინა და საქართველო“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის აშშ-სა და კანადის, მიერ მოწოდებულ მტკიცებულებას, რომელიც მიანიშნებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

სტოლტენბერგის თქმით, მას ნატო-ს სადაზვერვო დეტალებში შესვლა არ სურს, თუმცა ალიანსს არ აქვს მიზეზი, არ სჯეროდეს, მოკავშირე ქვეყნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების. ნატოს გენერალურმა მდივანმა თვითმფრინავის კატასტროფას „ტრაგედია“ უწოდა და ხაზი გაუსვა ირანის მხრიდან „გამჭირვალე და სრულყოფილი“ გამოძიების ჩატარების საჭიროებას.

 

8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

ერაყში სამხედრო სწავლების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმაც მიიღო. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ნატოს პრესსპიკერმა დილან ვაიტმა განაცხადა.

 

„ერაყში ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება პირველხარისხოვანია. ჩვენ ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომის მიღებას განვაგრძობთ“, - განაცხადა ვაიტმა.

 

მისივე თქმით, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ს თავდაცვის მდივანს, მარკ ესპერს ტელეფონით ესაუბრა.

 

ერაყელი ჯარისკაცებისთვის წვრთნებს აშშ და მისი მოკავშირეები დროებით აჩერებენ. მიზეზი აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის მოკვლის შემდეგ გაზრდილი დაძაბულობაა.

 

ირანთან დაძაბულობის ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის.

 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანთან ომი არ სურს, თუმცა ამერიკელი ხალხის დასაცავად საჭირო გადაწყვეტილებებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღებს. მანამდე ირანი შურისძიებით დაიმუქრა.

 

ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს. ამას წინ უძღონდა ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.

 

აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.

აშშ, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ევროპაში ჯარისკაცების ყველაზე დიდ რაოდენობას განათავსებს.

 

როგორც „ევრონიუსი“ წერს, სამხედრო სწავლების - „ევროპის მცველის“ ფარგლებში, 20 000 ამერიკელი ჯარისკაცი, მძიმე ტექნიკასთან ერთად, ევროპაში შევა. ამერიკელი ჯარისკაცები ნატო-ს სხვა წევრების - საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საჯარისო ნაწილებს შეუერთდებიან. „

 

„ევროპის მცველის“ ფარგლებში, ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკული ჯარის ყველაზე დიდი მოცულობის განლაგება მოხდება და ეს ადასტურებს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას ნატო-სა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

 

წვრთნების უმეტესობა რუსეთის საზღვართან ჩატარდება. სტოლტენბერგის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების ნაწილი დაგეგმილია ლიტვის, ესტონეთისა და ლატვიის ტერიტორიებზე.

პენტაგონის ინფორმაციით, ირანთან ომის შემთხვევაში აშშ „შეიარაღებული კონფლიქტის კანონებს დაიცავს“. ქვეყნის თავდაცვის მდივანს მარკ ესპერს პრესკონფერენციაზე კითხვა ირანის კულტურულ ღირშესანიშნაობებთან დაკავშირებით დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ მათი დაცვა „შეიარაღებული კონფლიქტის კანონია“.

 

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააჟღერა მუქარა ირანის კულტურული ღირსშესანიშნაობების მიმართულებით.

 

„მათ აქვთ უფლება დახოცონ, აწამონ და დატანჯონ ჩვენი ხალხი, გამოიყენონ ბომბები, რომ ააფეთქონ ჩვენი ხალხი და ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეხოთ მათ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს? ასე არ გამოვა“, - განაცხადა ტრამპმა.

ნატო-ს გერნერალურმა მდივანმა ლონდონში, ნატო-ს კონფერენციაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე ისაუბრა. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში კვლავ ძალაშია.

 

მისი თქმით, ისინი ნატო-ს წევრები აუცილებად გახდებიან.

 

„ჩვენ ფოკუსურებული ვართ საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე, რათა მათ ალიანსში გაწევრიანების გზა წარმატებით გაიარონ. საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ ვმუშაობთ ორივე ქვეყანასთან და ვეხმარებით მათ ნატო-სთან დაახლოებაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მან ნატოს მისიებში ქართველი და უკრაინელი ჯარიკაცების მონაწილეობას გაუსვა ხაზი.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » Апрель 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?