საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისთვის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება რჩება. ამის შესახებ იზორიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო მზად არის გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა.

 

„რჩება ერთადერთი - პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ ალიანსის წევრი ქვეყნები. თუმცა, მინდა აღვნიშნო და ეს ხაზგასმით თქვა ბატონმა სტლტენბერგმა, რომ საქართველო მზად არის გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა და ეს უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა იზორიამ.

 

რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, როგორც იზორიამ აღნიშნა, ნახავენ კონკრეტულ ინიციატივებს, რომლის საფუძველზეც პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლებენ რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.