აშშ, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ევროპაში ჯარისკაცების ყველაზე დიდ რაოდენობას განათავსებს.

 

როგორც „ევრონიუსი“ წერს, სამხედრო სწავლების - „ევროპის მცველის“ ფარგლებში, 20 000 ამერიკელი ჯარისკაცი, მძიმე ტექნიკასთან ერთად, ევროპაში შევა. ამერიკელი ჯარისკაცები ნატო-ს სხვა წევრების - საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საჯარისო ნაწილებს შეუერთდებიან. „

 

„ევროპის მცველის“ ფარგლებში, ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკული ჯარის ყველაზე დიდი მოცულობის განლაგება მოხდება და ეს ადასტურებს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას ნატო-სა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

 

წვრთნების უმეტესობა რუსეთის საზღვართან ჩატარდება. სტოლტენბერგის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების ნაწილი დაგეგმილია ლიტვის, ესტონეთისა და ლატვიის ტერიტორიებზე.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.