აშშ-სა და „თალიბანს“ შორის ავღანეთში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაჯგუფების თავდასხმების შესახებ ინფორმაციის დამალვა დაიწყო, - წერია ავღანეთის რეკონსტრუქციის საგანგებო გენერალური ინსპექტორის (SIGAR-ის) მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

 

აშშ-სა და „თალიბანს“ შორის შეთანხმება თებერვლის ბოლოს შედგა. დოკუმენტის მიხედვით, შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ მათი ყველა სამხედრო ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებს. „თალიბანმა“ შეთანხმება დაარღვია და საბრძოლო მოქმედებები განაახლა.

 

აშშ-სა და „თალიბანს“ შორის შეთანხმება ყატარში გაფორმდა. ცერემონიას ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და „თალიბანის“ ლიდერი ესწრებოდნენ. მხარეებს იმედი აქვთ, რომ დოკუმენტი ავღანეთში 18-წლიანი კონფლიქტის შემდეგ მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

 

2001 წლის ერაყის ომის შემდეგ „თალიბანი“ უარს ამბობდა პირდაპირ მოლაპარაკებებზე ავღანეთის ხელისუფლებასთან. გასული წლის სექტემბრის დასაწყისში დაჯგუფება „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი მოლაპარაკება „თალიბანთან“ მკვდარია. „თალიბანში“ კი დაიმუქრნენ, რომ აშშ მოლაპარაკებების შეწყვეტას ინანებს.

 

მოლაპარაკებების განახლება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტის დროს დააანონსა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გასული წლის დეკემბერში განახლდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.