Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0463
EUR
3.4381
RUR
0.0433
GBP
3.8124

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ საზიანო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადას ხეობას საფრთხეს უქმნის. ორგანიზაცია ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

„მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მწვავე კრიტიკის, პროტესტისა და მრავალ დარღვევაზე მითითების მიუხედავად, ხადის უნიკალურ ხეობაში რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს - ნაღვარევის ეკლესიას და ზაქათკარში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ჯერ სათანადოდ შეუსწავლელ ტერიტორიას.

 

პროექტის გარემოზე შესაძლო მწვავე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სპეციალისტებმა არაერთხელ მიმართეს მთავრობას და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს - აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. ხეობის უნიკალურობიდან გამომდინარე, ექსპერტები ქვეშეთი-კობის მონაკვეთის ალტერანტიული მარშრუტის შემუშავებას დღესაც ითხოვენ. დაინტერესებული საზოგადოების მკვეთრი პროტესტის მიუხედავად, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები აგრძელებენ შერჩეულ მარშრუტზე მუშაობას.

 

2020 წლის ივნისში ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებელმა კომპანიამ ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა” ნაღვარევის გვიანი შუა საუკუნეების ძეგლის სიახლოვეში მუშათა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ნებართვის გარეშე წამოიწყო. შენობის საძირკვლის მშენებლობა ნაღვარევის ეკლესიიდან დაახლოებით 70 მეტრში მიმდინარეობდა. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თნახმად, ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობიდან მშენებლობა მინიმუმ 300 მეტრის დაშორებით არის დასაშვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტს ადგილობრივების და სპეციალიტების განგაში მოჰყვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც გამოაცხადა, რომ მშენებლობა უკანონო იყო. ასევე ყურადსაღებია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ მიუღია თანხმობა იმ მიწების რეგისტრაციაზე, სადაც გზის მთავარი ნაწილის გაყვანა იგეგმება. ნაღვარევის და ზაქათკარის შემთხვევები მხოლოდ ერთეული მაგალითებია იმ გამოუსწორებელი ზიანისა, რაც პროექტს შეუძლია ხეობას და ამით არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მთელ ქვეყანას მოუტანოს.

 

პროექტის არაკომპეტენტურად განხორციელებაზე მეტყველებს რამდენიმე დღის წინ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს “ICOMOS- ის” საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადებაც, რომელიც ქვეშეთი-კობის პროექტის განმახორციელებლებს მიუთითებს, მომავალში აღარ გაავრცელონ ინფორმაცია, თითქოს “ICOMOS-ი” რაიმე სახით პროექტის წინასწარ კვლევებში იყო ჩართული, რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ქვეშეთი -კობის პროექტის განხორციელება სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო და ის განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას, მათ შორის, მხოლოდ ხადაში აღმოჩენილ, მსოფლიოში უნიკალურ, ძირითადად, X-XI საუკუნეების კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიურ ნიმუშებს; მდიდარ ბიიომრავალფეროვნებას, სადაც წარმოდგენილია საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი არაერთი სახეობა; ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო-ტურისტულ მარშრუტს და ხეობის მასშტაბურ ტურისტულ პოტენციალს; ხადის ისტორიული სოფლების მოსახლეობის კეთილდღეობას.

 

პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმურ რისკებს. პროექტი არაერთხელ გააპროტესტა ადგილობრივმა მოსახლეობამ, შეტანილია სარჩელები სასამართლოში ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სამშენებლო ნებართვის გაუქმების მოთხოვნით. ხადის ხეობას საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიიდან რუსეთისკენ მიმავალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მაგისტრალის ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომლის აშენებაც სწორედ ამ ხეობის გავლით იგეგმება.

 

პროექტი საქართველოს 558.6 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, საიდანაც 475 მილიონ აშშ დოლარს სახელმწიფო საერთაშორისო ბანკებიდან სესხულობს. პროექტი ითვალისწინებს პატარა, ისტორიული ძეგლებით მდიდარ ხეობაში 6 ხიდისა და 5 გვირაბის აგებას. მათ შორის, ერთი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე გაშენებულ, უნიკალური, ქვის მშრალი წყობით ნაშენები კოშკებით და საცხოვრებლებით მდიდარ ისტორიულ სოფელ წკერესთან იგეგმება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ჰიმალაის მთების დანახვა 30 წლის განმავლობაში პირველად, ინდოეთის სხვადასხვა ადგილიდან უკვე შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი, რადგან ჰაერის დაბინძურების დონემ დაიწია, რაც კორონავირუსისგან გამოწვეული კარანტინით აიხსნება, - ინფორმაციას ამის შესახებ independent ავრცელებს.

 

ინდოეთის 1,4-მილიარდიანი მოსახლეობა საყოველთაო კარანტინის ქვეშ იმყოფება, რომ მაქსიმალურად აიცილონ თავიდან კორონავირუსის გავრცელება.

 

ინდოეთში კორონავირუსით დაახლოებით 6,000 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 178 გარდაიცვალა, ხოლო 506 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დაუყოვნებლივ გარემოზე ზრუნვის დაწყებისკენ მოუწოდა.

 

ტუნბერგმა ფორუმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც მსოფლიოს ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებიც არიან მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ყველანაირი წიაღისეულის მოპოვებისთვის განკუთვნილი ინვესტიციები და სრულად უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე.

 

„ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს 2050, ან 2030, ან სულაც 2021 წლისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ეს ახლავე გაკეთდეს. ჩემ თავს ვეკითხები, როგორ აუხსნის თქვენს შვილებს რატომ განიცადეთ წარუმატებლობა და დატოვეთ ისინი კლიმატური ქაოსის წინაშე... ჩვენი სახლები ისევ ცეცხლშია გახვეულია. თქვენი უმოქმედობა ყოველ საათში აძლიერებს ცეცხლს“, - განაცხადა გრეტა ტუნბერგმა დავოსის ფორუმზე.

 

დღესვე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ეკოაქტივისტები გააკრიტიკა.

 

„უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც სიკვდილს გვიწინასწარმეტყველებს. ახლა პესსიმიზმის კი არა, ოპტიმიზმის დროა. ეს ადამიანები ყოველთვის ერთსა და იგივეს ითხოვენ - აბსოლუტურ ძალაუფლებას ძალაუფლებას, დომინირებას, ჩვენი ცხოვრების თითოეული ასპექტის გაკონტროლებას“, - განაცხადა ტრამპმა.

 

წელს დავოსის ეკონომიკური ფორუმი 50 წლის გახდა. მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა საკითხებზე შვეიცარიაში 21-24 იანვარს იმსჯელებენ. საქართველოს დელეგაციას პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

 

ტუნბერგმა პოპულარობა 2018 წელს სტოკჰოლმის პარლამენტის წინ აქცია-გაფიცვის წყალობით მოიპოვა. ის აცხადებდა, რომ პარასკეობით სკოლაში არ ივლიდა, სანამ ხელისუფლება კლიმატის შეთანხმების დაცვას არ დაიწყებს. ოქტომბრის ბოლოს მან გარემოს დაცვის ჩრდილოეთის საბჭოს პრემიის მიღებაზე უარი თქვა.

დღეს ჩვენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ინიციატივების საშუალებით, ევროკავშირმა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევის გზა - ამის შესახებ გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც კარლ ჰარცელი აცხადებს, საქართველოში, ერთობლივი ძალისხმევითა და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებების წყალობით, გარემოზე ზრუნვა წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება.

 

„COVID-19-მა ყველას შეუქმნა სირთულე და ახლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სწრაფი სოციალური და ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერისკენ. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ფინანსური ინსტიტუტები („ევროპის გუნდი“) საქართველოს მხარში დაუდგებიან ამ პროცესში. ყველა კრიზისს ახალი შესაძლებლობა მოაქვს და მომავალი აღდგენის პერიოდიც გვაძლევს შანსს, რომ საქართველო უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა გახდეს. შეგიძლიათ ამ წამოწყებაშიც იქონიოთ ევროკავშირის იმედი, იმედი იმისა, რომ ერთად მივმართავთ ძალისხმევას გვქონდეს უფრო სუფთა ჰაერი და წყლის რესურსი, შესაძლებელი იყოს ნარჩენების უკეთესად მართვა, იყოს მეტი ენერგოეფექტურობა და უკეთ დაცული ბიომრავალფეროვნება.

 

გარემოს დაცვაზე თუ ვისაუბრებთ, მთავარ „დაინტერესებულ პირებს“ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა წარმოადგენს. ახალგაზრდა თაობა კი არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მაყურებლისა თუ სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პასიური მსმენელის როლში. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, მოგიწოდოთ გახდეთ აუცილებელი ცვლილებების მომტანი მამოძრავებელი ძალა და მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს მდგრადი ცხოვრების წესი. ჩვენ გვჭირდება თქვენი ჩართულობა უფრო მდგრადი და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის მქონე საქართველოსთვის„- ნათქვამია ჰარცელის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს ურჩია ჯერ ეკონომიკურ კოლეჯში ისწავლოს და შემდეგ დაიწყოს აშშ-ს რჩევების მიცემა, როგორი ენერგეტიკული პოლიტიკა აწარმოოს. ამის შესახებ განცხადება მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

 

„ვინ რის ის? რომელიმე წამყვანი ეკონომისტი?“ - იხუმრა მნუჩინმა ეკოაქტივსტზე. „მას შემდეგ, რაც თავად ისწავლის ეკონომიკას კოლეჯში, შეუძლია დაბრუნდეს [დავოსში] და გვასწავლოს მუშაობა“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

 

ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დაუყოვნებლივ გარემოზე ზრუნვის დაწყებისკენ მოუწოდა.

 

ტუნბერგმა ფორუმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც მსოფლიოს ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებიც არიან მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ყველანაირი წიაღისეულის მოპოვებისთვის განკუთვნილი ინვესტიციები და სრულად უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე.

 

იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ეკოაქტივისტები გააკრიტიკა.

 

„უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც სიკვდილს გვიწინასწარმეტყველებს. ახლა პესსიმიზმის კი არა, ოპტიმიზმის დროა. ეს ადამიანები ყოველთვის ერთსა და იგივეს ითხოვენ - აბსოლუტურ ძალაუფლებას ძალაუფლებას, დომინირებას, ჩვენი ცხოვრების თითოეული ასპექტის გაკონტროლებას“, - განაცხადა ტრამპმა.

ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებს აგრძელებს. ამის შესახებ „გლობალპრესს“ ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს.

 

მათი ინფორმაციით, ბორჯომში, პლატოს ტარიტორიაზე, სანიტარული ჭრები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

 

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი დღეს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სანიტარული ჭრების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

„ხშირ შემთხვევაში სანიტარული ჭრები საზოგადოების მწვავე განხილვის საგანია და ტყის არამიზნობრივ ჭრასთან ასოცირდება. სანიტარული ჭრების დანიშნულებაა დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღება. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას. სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ-კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია Ips typographus, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი. სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰა ფართობზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. მთელ ტერიტორიაზე განთავსდა ფერომონიანი მწერმჭერები, მუდმივად ტარდებოდა მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2019 წელსაც. სულ 2013-2018 წლებში დაჭერილი და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია. ასევე, აუცილებელია ხმელი და დაავადებული ხეების ფართობიდან გამოტანა, რაც ხორციელდება სანიტარული ჭრების საშუალებით“, - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

 

ცნობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარულ ჭრებს 2016 წლიდან 269 ჰა ფართობზე ახორციელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სანიტარული ჭრის ჩატარების შემდეგ, ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობლადაა შესამჩნევი. ასევე, სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ, ხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. 2017 წლიდან მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა 27,7 ჰა ფართობზე. ამ ღონისძიებების შემდეგ ხდება ტყეებში სანიტარული ჭრების შედეგად გამოთავისუფლებული ადგილების შევსება და შესაბამისად, ტყის კორომების შემადგენლობის გაუმჯობესება.

ბრაზილიის ტერიტორიაზე ამაზონის ტყის უკანონო გაჩეხვის ტემპი გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აპრილში უკანონოდ 405 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია გაიჩეხა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით მეტია. 2020 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 55%-ით გაიზარდა.

 

გარემოს დამცველების თქმით, ასეთი მაღალი აქტივობა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს რიტორიკა უწყობს ხელს. თავად ბოლსონარუ ამას უარყოფს და კვირის დასაწყისში ტყის დასაცავად რეგიონში შეიარაღებული ძალების დანაყოფები გაგზავნა.

არქივი

« « » » Июль 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?