Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9638
EUR
3.267
RUR
0.0456
GBP
3.6526

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

 

როგორც მან „გლობალპრესს“ განუცხადა, ის პარლამენტს ტოვებს და შესაბამისი გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს.

 

„სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე პარლამენტის წევრის მანდატი“, - განუცხადა „გლობალპრეს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

ცნობისთვის, ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო.

 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის რამდენიმემ თვალი დაკარგა.

„პარლამენტის თავმჯდომარეს კობახიძეს მოვუწოდებთ, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე და გადადგეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, თუ ირაკლი კობახიძე არ გადადგება, ოპოზიცია მისი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს.

 

„ის, რაც ვიხილეთ პარლამენტის პლენარულ დარბაზში, სცილდება ყოველგვარ ზღვარს რაციონალური პოლიტიკის, პარტიული სიმპატიებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ინსტიტუტების და ეროვნული თავმოყვარეობის ფეხქვეშ გათელვას. დღეს ვიხილეთ ოკუპანტი სახლემწიფოს დუმის წევრი, ადამიანი, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას, დღეს ვიხილეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას, რომელმაც რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა.

 

ამიტომ პარტია „ევროპული საქართველოს“ და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტს უმაღლეს დონეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უნდა მოჰყვეს. პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კობახიძეს მოვუწოდებთ, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე და გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის ამას არ გააკეთებს, ჩვენ დავიწყებთ ოფიციალური იმპიჩმენტის პროცედურას და დარწმუნებული ვარ, ამას მივიყვანთ ბოლომდე. თუმცა იმისთვის, რომ არ გაიწელოს ეს პროცესი, მოვუწოდებთ მას, თავად გადადგას ეს ნაბიჯი და მოწმინდოს სირცხვილი, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ დღეს საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.