„ნაციონალური მოძრაობა“ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის პარლამენტში ჩატარებასთან და მასში რუსი დეპუტატების მონაწილეობასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის აღებას უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან ითხოვს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე ვეღარ იქნება და სასესიო დარბაზში ვეღარ შემოვა.

 

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.