საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა სამოქალაქო აქტივისტებს ბანერი დაუხია, რომელზეც „სირცხვილი მთავრობას“ ეწერა. იმ დროს, როდესაც დეპუტატს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარის გაკეთება სურდა, სამოქალაქო აქტივისტებმა მის უკან სწორედ აღნიშნული ბანერი გაშალეს და სკანდირებდნენ „მოღალატე, მონავ“. ამან ქუცნაშვილი გააღიზიანა და აქტივისტების ბანერი დახია.

 

„კაბინეტში ვერავინ ვერ იჯდება ასე თბილად, რადგან ახალგაზრდები მოვდივართ. გამოვათრევთ კაბინეტებიდან ყველას და ყველას ვათქმევინებთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ჯერ გავრილოვი დაგვისვეს საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სკამზე და მერე ჩვენს პროტესტზე ასე გვიპასუხეს. ასე არ გაგრძელდება, იმიტომ, რომ გადახედეთ, რამდენი ახალგაზრდა ვდგავართ აქ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.