Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0463
EUR
3.4381
RUR
0.0433
GBP
3.8124

ბევრს არ აღსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია, ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.UA-სთვის მიცემულ ინტევიუში განაცხადა.

 

მან, ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან

 

,,ბევრს არარ ასოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამდრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლოვისა და რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“ -აცხადებს ბენ ჯონსი

 

მისივე თქმით, სექტემბერში, ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როორც ეს 2008 წელის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა.

 

ასევე ამერიკელი გენერალი აღნიშნავს, რომ არსებობს არაერთი იდიელური პირობა იმისათვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემს

 

,,უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპოანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრანის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამოანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლება ,,კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანერვირების შესაძლებლობები, შეიარაღებულუი ძალების მართვის ცენტრი, ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. ას მსურს ტერმინ ,,იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდიალური პირობა იმისათვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემს“ - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა

სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საუკეთესო პრაქტიკა არის თვითონ მასმედიის როლი, არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ კერძო მასმედიის, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ესტონელმა წევრმა, ოლივერ კასკმა საქართველოს პარლამენტში ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა.

 

„ექსპერტებმა უნდა მიუთითონ მედიის წარმომადგენლებს, რომ თავი აარიდონ შეურაცხმყოფელ გამოთქმებს. თვითონ მასმედიამ უნდა გამოიჩინოს პროაქტიური როლი იმ კუთხით, რომ თავადაც ებრძოლოს ამგვარი სიძულვილის ენის გამოყენებასა და გამოვლინებას. დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღიკვეთოს ამგვარი ტიპის ქცევა“, – განაცხადა ექსპერტმა.

ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები აღდგეს. ამას სჭირდება გონივრული მიდგომა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე - ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საერთაშორისო ფრენების აღდგენასა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის საზღვრების გახსნის შესახებ საუბრისას.

 

„ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, რომ თავის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოსა და 14 სხვა ქვეყანასთან, შეუძლიათ, გახსნან საზღვრები. ეს იყო რეკომენდაცია. აქ მთავარი არის ის, რომ ევროკავშირის დონეზე, საქართველოს მიღწევები, ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით, იყო აღიარებული და გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსთვის საზღვრების გახსნა რისკის შემცველი არ იქნებოდა. მშვენიერი. ეს პირველი მიღწევაა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ, თავისი შიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიღო სხვადასხვა გადაწყვეტილება. ზოგმა საზღვარი გაგვიხსნა უპირობოდ, ზოგმა - გარკვეული პირობებით და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, პირველი - არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც. ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის, პირველი მოვალეობაა, ვიზრუნო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ის აღიარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, გონივრულად უნდა გადავთარგმნოთ რეალურ ეკონომიკურ მიღწევებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი.

 

მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან.

 

„ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი.

კონგრესში წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, პიტ ოლსონმა ტვიტერზე კონგრესმენი მარკვეინ მალინის წერილი გააზიარა, რომელიც ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.

 

"საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის კარგი გზავნილია", — დაწერა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა.

 

 

საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული და დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს მარკუეინ მალინის სტატიაზე დასმული კითხვის საპასუხო განუცხადა.

 

„მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს პარლამენტარებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ისე ის რეკომენდაციებიც, რომლებიც ახლა პროცესშია და დარწმუნებული ვარ, მიიღებენ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

მანამდე ამერიკელმა კონგრესმენმა სტატია გამოაქვეყნა, სათაურით „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის მხარი უნდა დაუჭიროს“.

 

„ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენა დემოკრატიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში. დააკვირდით საქართველოში არსებულ ვითარებას, რომ ნახოთ ეს გავლენა მათზე, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის“, - წერს მალინი.

 

კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს პუტინის მოკავშირეს უწოდებს. მალინის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონგრესმენის სტატია პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში „ევროპის დღეები 2020“- ის შემაჯამება და პანელური დისკუსია გაიმართა. ციფრულ ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა 2020 წლის ევროპის დღეები შეაჯამეს და ასოცირების შეთანხმების 6 წლის შედეგები შეაფასეს.

 

„მადლიერება მინდა გამოვხატო თამარ წულეისკირისა და ევროკავშირი/ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიმართ, ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 6 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართული დისკუსიისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი ამ მნიშვნელოვანი შეთანხმებისადმი მიძღვნილ პანელს ერთ-ერთი თანამონაწილის რანგში.

 

გარდა საუბრისა იმის შესახებ, თუ სად ვართ ახლა და რა მიმართულებით მიდის ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ ასევე გვქონდა საშუალება გაგვეცვალა ინფორმაცია მიმდინარე სიტუაციისა და საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ჯანდაცვისა და საციალურ-ეკონომიკურ სფეროებში, რომელიც გამომდინარეობს COVID-19-ის მიერ შექმნილი ვითარებიდან.

 

ჩემთვის ნათელია, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა ნამდვილად უნიკალურია და ასოცირების შესახებ შეთანხმება ამ უნიკალური პარტნიორობის საყრდენს წარმოადგენს. ჩვენ მუდმივად გვაქვს დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, და კიდევ ერთხელ, ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიღებდი მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში“, - განაცხადა ჰარცელმა.

მაშინ, როცა მსოფლიოში უსაფრთხოების ვაკუუმები მეტ მნიშვნელობას იძენს, შავი ზღვის რეგიონი ძალაუფლებაზე კონკურენციის ცენტრალურ პლატფორმად იქცა - ეს ის ტენდენციაა, რომლის ინტენსივობაც მხოლოდ მოიმატებს. სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავ ზღვაზე კონკურენციის მხრივ. შავი ზღვის ქვეყნებს შორის საერთო საფრთხის არარსებობის პირობებში, ორმხრივი და მრავალმხრივი ალიანსების შექმნა აუცილებელი ხდება. სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. თუმცა, რადგანაც აშშ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს საშინაო დღის წესრიგს, შავი ზღვის ქვეყნები იძულებულნი არიან, ერთმანეთთან შექმნან ალიანსები. სამწუხაროდ, რეგიონალური პარტნიორობა არც თუ ისე წარმატებული იყო რეგიონალური უსაფრთხოების დამყარებაში, - გამოცემა EMERGING EUROPE სტატიას სახელწოდებით „სტრატეგიული პარტნიორობა და კონკურენცია დიდ ძალაუფლებაზე შავ ზღვაში“ აქვეყნებს.

 

სტატიის თანახმად, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმ ქვეეყნებისთვის, რომლებიც დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებზე არიან დამოკიდებული და რომლებიც გაზრდილ საფრთხეს გრძნობენ რუსეთის მხრიდან.

 

ავტორის თქმით, აშშ-თან ორმხრივი ალიანსები ჯერჯერობით არასაკმარისი გამოდგა შავი ზღვის უსაფრთხოების გაზრდისთვის - რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შემოჭრა, 2014 წელს ყირიმის ანექსია და 2018 წელს აზოვის ზღვის ბლოკადა იმაზე მიანიშნებს, რომ რეგიონი ისეთივე დაუცველია, როგორც ეს იყო ცივი ომის ბოლოს.

 

შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, ზღვისპირა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საკუთარი რეგიონალური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჩარჩოები. რეგიონალური ალიანსები და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა შავ ზღვაში აგებულია კომპლექსური არქიტექტურის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შეზღუდული რესურსებით რეგიონის დაცვის უამრავ მცდელობას. შავი ზღვის ქვეყნებს შორის ოფიციალური თანამშრომლობა მრავალმხრივ და რეგიონულ დონეზე არსებობს, მაგრამ ეს მეტწილად არააქტიურია. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), რომლის სათაო ოფისი სტამბოლში მდებარეობს, თავს უყრის შავი ზღვის გაფართოებული რეგიონის ყველა ქვეყანას.

 

შეხვედრები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება, ბოლო სამიტი კი 2017 წელს გაიმართა. BSEC მოიცავს მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას, და არა უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის მიმართულებით. 2012 წელს რუმინეთმა დაიწყო სამმხრივი ფორმატი პოლონეთთან და თურქეთთან, მაგრამ ჩართულობა შემოიფარგლა ყოველწლიური შეხვედრებით, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე რეალური გავლენის მოხდენის გარეშე. რუმინეთმა ასევე შეიმუშავა სტრატეგიული ორმხრივი პარტნიორობა პოლონეთთან აღმოსავლეთ ფლანგზე და თურქეთთან და აზერბაიჯანთან შავ ზღვაში.

 

რუმინეთის ურთიერთობები თურქეთთან და აზერბაიჯანთან ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე (რუმინეთი არის შავი ზღვის ენერგიის დივერსიფიკაციის ძლიერი დამცველი). თურქეთთან თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა ნატოს ფარგლებში ხდება და საერთოდ არ არის დღის წესრიგში აზერბაიჯანთან.

 

იმავდროულად, მიუხედავად უკრაინისა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციისადმი მხურვალე მხარდაჭერისა, რუმინეთსა და ამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ორმხრივი თანამშრომლობა არ არსებობს. უკრაინულ-ქართული უმაღლესი სტრატეგიული საბჭო, ახალი სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის ფარგელბშიც უკრაინამ და საქართველომ პირობა დადეს, რომ კოორდინირებას გასწევენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, შავ ზღვაში თანამშრომლობის ახალი ინიციატივების იმედს იძლევა.

 

გასარკვევი რჩება, თუ რამდენად შეუძლია ამ ორმხრივ ფორმატს ხელი შეუწყოს დიდ ძალაუფლებაზე კონკურენციის დაბალანსებას და გაზარდოს უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოება.

 

საქართველომ ასევე წამოაყენა სტრატეგიული თანამშრომლობა რუმინეთთან, 2019 წელს. (საქართველო არის აზერბაიჯანულ-თურქულ-ქართული სამმხრივი თანამშრომლობის ერთადერთი წევრი, რომელსაც არ აქვს რუმინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა).

 

ორმხრივ და სამმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, შეუძლია რეალური მნიშვნელობა შემატოს თავდაცვის, ენერგეტიკისა და რბილი უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. მაგალითად, რუმინეთსა და აშშ-ს შორის ოცწლიანმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა დასავლეთის სამხედროს არსებობა შავ ზღვაზე. ეს გამოიხატება საჰაერო ძალების ბაზის არსებობით, რომელიც გადამწყვეტია ავღანეთში ოპერაციებისთვის და ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის ბაზის არსებობით, რომელიც ევროპას ირანის მხრიდან თავდასხმებისგან დამცავ ქოლგას სთავაზობს”, - ნათქვამია "EMERGING EUROPE"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შავი ზღვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მთავარია აზერბაიჯანისა და რუმინეთის ენერგორესურსები, ხოლო საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში კი რეგიონალური ქსელის შესაქმნელად, სატრანზიტო და სამარაგო შესაძლებლობები უნდა განვითარდეს.

 

ამ პარტნიორობის წარმატების საფუძველზე, რუმინეთმა ასევე უზრუნველყო სტრატეგიული პარტნიორობა პოლონეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან - სამივე მათგანი აგებულია საერთო რეგიონალური ინტერესების გარშემო. პოლონეთის შემთხვევაში, ეს არის ეკონომიკური ურთიერთკავშირი და განვითარება, რომელიც ახლა შედის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ სამი ზღვის ინიციატივაში, რომელშიც პოლონეთმა და რუმინეთმა 500 მილიონი ევრო და 100 მილიონი ევრო ჩადეს.

 

თურქეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, რუმინეთთან ორმხრივი თანამშრომლობა აგებულია ბაქოს ენერგორესურსებისა და თურქეთის მხრიდან კასპიის გაზის ევროპაში ტრანზიტის შესაძლებლობის გარეშემო, აგრეთვე საერთო ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ინიციატივები შავი ზღვის ურთიერთკავშირის გაზრდისთვის ეკონომიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების თანამშრომლობის გზით ბოლო წლებში შეჩერდა.

 

იმავდროულად, ენერგეტიკა და რეგიონალური სატრანსპორტო თანამშრომლობა უმთავრესია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი პარტნიორობისთვის. 2012 წლიდან, სამი ქვეყნის მინისტრები რეგულარულად იკრიბებოდნენ საერთო ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად, მაგალითად, ტრანს-ანატოლიური გაზსადენი, რომელიც ამჟამად ერთადერთია, რომელიც ევროპას ამარაგებს კასპიის ზღვიდან რუსეთის მიერ არაკონტროლირებადი ენერგორესურსებით და აკავშირებს რკინიგზებს. ეს სამმხრივი პარტნიორობა სავარაუდოდ გაგრძელდება, სამივე ქვეყნის მხრიდან მომავალი წლების სამოქმედო გეგმაზე ხელმოწერის საფუძველზე. შავი ზღვის უსაფრთხოების თანამშრომლობას წარმატების შერეული ისტორია აქვს. რუსეთის „დაყავი და დაიპყარი“ სტრატეგიამ ჯერჯერობით შეზღუდა უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-ს ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე, მაგრამ აშშ-ის გასვლამ კიდევ უფრო შეაფერხა პროგრესი.

 

რეგიონალურ დონეზე კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საქართველოსა და უკრაინას შორის მორიდებული მცდელობები იმედის მომცემია, მაგრამ უსაფრთხოების ვაკუუმის დიდი ნაწილი კვლავ შესავსებია. რუმინეთის ლიდერობა შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა გამყარდეს საქართველოსა და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით. შავი ზღვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მთავარია აზერბაიჯანისა და რუმინეთის ენერგორესურსები, ხოლო საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში სატრანზიტო და სამარაგო შესაძლებლობები უნდა განვითარდეს რეგიონალური ქსელის შესაქმნელად. გარდა ამისა, ბულგარეთის ენერგო პოლიტიკას ტრანზიტის შეთავაზება შეუძლია დივერსიფიკაციის სანაცვლოდ”, - წერს გამოცმება ,,EMERGING EUROPE“.

ამერიკელი კონგრესმენი, მარკუეინ მალინი ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერილს აქვეყნებს, სადაც მას "პუტინის მოკავშირეს" უწოდებს. კონგრესმენის ბლოგი გამოცემა The Hill-ზე გამოქვეყნდა.

 

წერილში საუბარია ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, რუსეთში დაგროვებულ ქონებასა და "პუტინთან მოკავშირეობაზე".

 

"ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენა დემოკრატიისთვის მთავარ საფრთხედ რჩება არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. საქართველოში არსებული სიტუაციით ჩანს იმათზე გავლენა, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის.

 

საქართველოს აკონტროლებს რუსეთში განათლებამიღებული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მილიარდიანი ქონება დააგროვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიტოვებულ, კორუფციულ რუსულ ინდუსტრიაში.

 

იგი 2012 წლიდან მმართველ პარტიას კოალიცია ქართულ ოცნებას უძღვება რუსული და უკრაინული მეთოდებით, რათა ჩაშალოს დემოკრატიული პროგრესი. [...] ივანიშვილის ძალაუფლების კონსოლიდაცია მხოლოდ საქართველოს მთავრობით არ შემოიფარგლება. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ქვეყანაში კანონიერად მომუშავე ამერიკული ბიზნესის განსადევნად", — წერს კონგრესმენი და ამ კონტექსტში მაგალითად მათ შორის, ფრონტერას საქმე მოჰყავს.

 

მის ბლოგში საუბარია იმაზეც, რომ 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მისი თქმით, შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებდა:

 

"8 მარტს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა, რაც საარჩევნო რეფორმასა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩაურევლობას მოიცავდა, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც. მიუხედავად ამისა, შეთანხმების შესრულება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას".

 

კონგრესმენის თქმით, ქართველ ხალხს ნამდვილი დემოკრატია სურს და აშშ გააგრძელებს ამ მხრივ მხარდაჭერას:

 

"მსოფლიო ამერიკის შეერთებულ შტატებს უყურებს, როგორც მაგალითს და თუკი ჩვენ არ გავცემთ პასუხს რუსეთს, მაშინ სხვა ვინ უნდა გააკეთოს ეს?

 

ქართველ ხალხს სურს აყვავებული ეკონომიკა და ნამდვილი დემოკრატია. ყველა ქართველს აქვს ამის უფლება. ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის, ეს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რათა მხარი დავუჭიროთ [საქართველოს] ამ ძალისხმევას, რუსული გავლენების თავიდან ასარიდებლად. ჩვენ ქართველ ხალხს მხარში უნდა დავუდგეთ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში". -  წერს მალინი

ყალბი ახალი ამბები ძალიან დიდი პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ეს არის დინამიკური პრობლემა და ძალიან რთულია მაშინვე დასჯა ამ ტიპის გამოვლინებებისა, რადგან ტექნიკური საშუალებები თითქმის ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის წევრმა, რიჩარდ ბარეტმა პარლამენტში, ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა.

 

„ყალბმა ახალმა ამბებმა შეიძლება, ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს საზოგადოებას. მაგრამ, მეორე მხრივ, ამგვარი ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, გამოხატვის თავისუფლების პრინციპი არ უნდა დაირღვეს. ეს პრობლემა საკმაოდ ხანგრძლივი გახლავთ უკვე მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში“, - აღნიშნა რიჩარდ ბარეტმა.

სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს არანაირი კავშირი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რურუას პატიმრობაზე განაცხადა.

 

„ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ქართული სასამართლო საბოლოო ვერდიქტს და გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს, ეს ხომ პროცესია, მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე“, – განაცხადა გახარიამ.

 

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

11 ივნისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი პატიმრობაში დატოვა.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.

 

ცვლილებებმა 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, წინააღმდეგი კი 5 იყო.

 

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ეუთოს რეკომენდაციებს ეფუძნება. რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიაკამპანიასა და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს შეეხება. ცვლილებები ეხება პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას და გენდერულ კვოტებს.

 

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის მიერ საბოლოო, მესამე მოსმენით 29 ივნისს მიღებულ კონსტიტუციურ კანონს ეფუძნება. კანონის თანახმად, პარლამენტის 150 წევრიდან პროპორციული სისტემით წესით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30.

 

პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Июль 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?