Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.174
EUR
3.4295
RUR
0.0415
GBP
3.9037

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია.

 

ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში, 10:00 საათიდან აღავლენს.

 

სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

 

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. ცნობისთვის, 2 დღის წინ, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ დასწრებია. ტაძარში არც მეუფეები იმყოფებოდნენ. მრევლს ქადაგებით მხოლოდ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა.

 

პატრიარქმა 1 აპრილს მრევლს მიმართა. ილია მეორის მიმართვაში წერია, რომ რომ მორწმუნეთა იმ ნაწილს, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე მათ, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, შეუძლიათ სახლში დარჩნენ.

 

პატრიარქი ასევე ურჩევს მრევლს, შეასრულონ მითითებები და ტაძარებსა და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცვან დისტანცია, საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ მხოლოდ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც.

ისრაელში ჩასული მორწმუნეებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან წმინდა ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება, რომლებიც ასევე რეგულაციებში მოექცევა. კერძოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან. - ამის შესახებ ინფორმაციას orthochristian.com ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ისრაელში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს ტაძარში 10-15 ადამიანი იქნება, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ.

 

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალური რეისები უკვე დანიშნულია რუსეთიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან.

 

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

 

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას წელს 19 აპრილს აღნიშნავს.

საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიებების გადატანის შესახებ.

 

დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, მთ შორის ღვთისმსახურება, ერთი თვით გადაიდო. ამის შესახებ ეკლესიის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია.

 

ელადის ეკლესია საბერძნეთის კონსტიტუციაში ჩაწერილია, როგორც გაბატონებული ეკლესია, თუმცა ქვეყანაში რწმენის თავისუფლება მოქმედებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი დააპატიმრეს, როცა მათ ღვთისმსახურების ჩატარება სცადეს მიუხედავად ხელისუფლების მიერ გამოცემული აკრძალვისა. საბერძნეთის ხელისფლებამ ტაძრები დახურა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

 

აღდგომისწინა ვნების კვირა და თავად აღდგომა წელს საკარანტინო პერიოდს ემთხვევა – ნათქვამია სინოდის უწყებაში.

 

მღვდელმთავრებმა მრევლს მოუწოდეს, შინ ილოცონ უპრეცედენტო ვითარების გამო.

ადამიანები, რომლებიც სახლში დარჩებიან, ეს მათ სარწმუნოებისგან განდგომად ეს არ ჩაეთვლებათ, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ვინც ფრთხილობს და ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში.

 

„როდესაც ასაკის, ან ჯანმრთელობის გამო რისკის ჯგუფშია ადამიანი, ვინც ფრთხილობს და ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას - დარჩეს სახლში. ამ ადამიანებს არავინ არ უთვლის სარწმუნოებისგან განდგომად, თუ კი ის სახლში დარჩება. მასთან მოძღვარი მივა და იმ მსახურებას აღასრულებს მისთვის, რაც სჭირდება“ - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

რუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ.

 

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს.

 

„პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

ისრაელში, აღდგომას წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შეზღუდვებით შესრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებულ ცერემონიას დაუშვებს, თუმცა, კორონავირუსის გამო, შეზღუდვები იმოქმედებს.

 

ვნების კვირის განმავლობაში, იერუსალიმში სხვადასხვა ეკლესია სადღესასწაულო ცერემონიალსა და წირვებს ატარებს, რომელიც კათოლიკეებისთვის იწყება 5 აპრილს, ხოლო ბერძნული მართლმადიდებლური, სომხური, კოპტური, სირიის კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის - 12 აპრილს.

 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვნების კვირის ერთ-ერთი ყველაზე რთული ცერემონია წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალია, რომელიც 18 აპრილის ღამეს უნდა გაიმართოს.

 

წყაროს განცხადებით, ცერემონიის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ შემუშავებულა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ მას, შესაძლოა, განუსაზღვროს მეტი შეზღუდვა, მაგრამ უკვე ორგანიზებულია რეისები რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში.

 

სავარაუდოდ, მაცხოვრის საფლავის ტაძარში აღმოსავლეთის სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი იქნება, რომლებიც პოლიციის ესკორტის თანხლებით წმიდა ცეცხლს ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ.

 

სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური დელეგაციები თვითმფრინავებიდან არ ჩამოვლენ, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის მიერ დაწესებული საკარანტინო მოთხოვნები.

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქო მრევლის გარეშე მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით ხარებისა და აღდგომის ლიტურგიების ჩატარებას არ განიხილავს.

 

როგორც ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან არ გაკეთდება.

 

„ჩვენთან ასეთი განცხადება ოფიციალურად არ გაკეთებულა და არც მგონია გაკეთდეს. ჩვენ მრევლს მაქსიმალურად მოვუწოდეთ და ბევრი დაშვებები იყო ამ განცხადებაში გაკეთებული. ის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, ის, ვინც ასაკის ან იმუნიტეტის გამო რისკის ჯგუფში მოხვდა, ის, ვინც ფრთხილობს, რომ ეკლესიაში მისვლით, შესაძლოა, დაავადდეს, ყველა ამ ადამიანს მიეცა რეკომენდაცია, რომ დარჩეს სახლში. დანარჩენ მრევლს ვინც მოვა, მიეცა კურთხევა, რომ ტაძრის გარეთ დადგეს და იქედან იყოს ჩართული ამ მსახურებაში“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია, მოხდეს მრევლის ზიარება ტაძრის გარეთ.

 

„შესაძლებელია გარეთ მოხდეს ზიარებაც. ბევრ ტაძარში უკვე ასეთი მსახურება იყო. ძღვენი გამოაბრძანეს გარეთ და იქ აზიარეს მრევლი“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

მისივე თქმით, იგივე მიდგომა და რეკომენდაცია იქნება ხარების დღესასწაულთან დაკავშირებითაც.

 

„როგორც აქ ვილაპარაკე დანარჩენზე, ისე იქნება იქაც. რაიმე განსაკუთრებული წესები არ იქნება, დავემორჩილებით საპატრიარქოს განცხადებას და სინოდის გადაწყვეტილებას. თუ რაიმე დამატებითი რეკომენდაცია იქნება, იმასაც მოვისმენთ. ვხედავთ, რომ ძალიან ხშირად იცვლება გადაწყვეტილებები სხვადასხვა ეკლესიები ერთვებიან ამ პროცესში და იძლევიან რეკომენდაციებს, ჩვენც ამ რეჟიმში ვართ. კვირაში რამდენჯერმე გვიწევს რეკომენდაციების გაკეთება. ერთი და ორი კვირით ადრე გვიჭირს პროგნოზის გაკეთება. როგორც შეიცვლება ვითარება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

„ველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას. მიიღებენ შესაბამის მითითებებს. ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისი თქმით, ჯერ ცნობილი არ არის რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია.

 

ანდრია ჯაღმაიძემ ასევე განმარტა ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხდებაზე, თითქოს მრევლი აღდგომის ღამეს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ტაძრებში დარჩება, რომ კომენდანტის საათი არ დაირღვეს.

 

„განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომ სააღდგომო მსახურებისას მრევლი საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე იქნებოდა ტაძარში, მან იჩქარა. არ დაელოდა და არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოს პოზიციასთან. ჯერჯერობით არ ვიძლევით არანაირ განმარტებას. დაველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

 

რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას, საპატრიარქოს პრესმდივანი იმედოვნებს, რომ საკითხი მოგვარდება. „კარგად გვახსოვს პრემიერ-მინისტრის კომენტარი, რომ ყველაფერს იღონებენ, რათა სააღდგომოდ ეს პრობლემა გადაიჭრას. ამ იმედით ჩვენ ვლოცულობთ და ველოდებით მოახლოებას ამ დღეების. ინებოს ღმერთმა, რომ ჩვენ ერთის მხრივ შევძლოთ საზეიმო მსახურება და მეორეს მხრივ, ამით არაფერი დავარღვიოთ“, - აღნიშნა მან.

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების აკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გააკეთა. როგორც ჟურნალისტებს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მამა ანდრია სარიას მიმართ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მის მიერ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები დაედო.

 

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული საერთოდ ეკლესიიდან განკვეთასაც ითვალისწინებს, თუმცა, პატრიარქმა მამა ანდრია სარიას მიმართ გულმოწყალება გამოიჩინა და მას მონანიების საშუალება მიეცა.

 

"ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ მამა ანდრია სარიას დეკემბერში მიეცა გაფრთხილება კომისიის მიერ და მისი მხრიდან ამ გაფრთხილების სრული იგნორი მოხდა და გააგრძელა იგივე ქმედებები, რაც გულისხმობს საჯარო, შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოს და იერარქების მიმართ. რადგანაც არ მოხდა საპატრიარქოს შენიშვნის გათვალისწინება, მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. გადახედეთ ბოლო დროის მის განცხადებებს და იქ არის ასეთი გამონათქვამები, რომ "საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე", რომ "საპატრიარქო არის დამსჯელი ორგანიზაცია" და ა.შ. ჩემი აზრით, სანამ საჯაროდ გააკეთებდა ასეთ განცხადებებს, მანამდე უნდა ეზრუნა, რომ პატრიარქს შეხვედროდა, თუმცა, არ ვიცი პატრიარქი რას გადაწყვეტს. მნიშვნელობა არ აქვს იმას პატრიარქი იმყოფება, თუ არა თბილისში, გადაწყვეტილებას დაედო პატრიარქის ფაქსიმილია. არის ხალხის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ პატრიარქი იღებს პრეზიდენტზე უპირატეს გადაწყვეტილებას შეწყალება- არშეწყალებასთან დაკავშირებით და როცა აწყობთ ამბობენ, რომ პატრიარქმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება. ჰკითხეთ ნებისმიერ მღვდელმთავარს მის ეპარქიაში, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო მღვდილისაგან, რამდენ ხანში შეუჩერებდა მღვდელმსახურებას? ეს არის პატრიარქის გულმოწყალების კიდევ ერთი ნიმუში, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სარიას ბევრი შესაძლებლობა ეძლეოდა რომ მოენანიებინა. ის დანაშაული, რის გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს გაცილებით უფრო მკაცრ სასჯელსაც გულისხმობს - განკვეთას, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი შეღავათიანი გადაწყვეტილება. ვის ებრძვის, ან რომელი სიმართლე მოვისმინეთ მისგან? მე ვფიქრობ, გარკვეული ძალები მამა ანდრიას შიგნიდან ებრძვიან და თუ ამაში კარგად გაერკვევა, გაცილებით უკეთესი იქნება. მას შეეზღუდა მღვდელმსახურება ეს გულისხმობს რომ ის ვერ წირავს, ვერ ჩაიბარებს აღსარებას და სხვა საიდუმლო მსახურებას, რასაც მღვდელი ასრულებს, ის ვერ შეასრულებს. მას უკვე ჰქონდა მითითებული მონასტერი, განწესებული იყო შესაძლოა მონასტერში, თუმცა, რამდენადაც ვიცით, იქაც მხოლოდ წირვაზე დადიოდა და არა ისე, როგორც მას განუჩინეს, რომ იქ უნდა ყოფილიყო. ალბათ, რასაც აქამდე აკეთებდა, ისევ იმას გააკეთებს, ღმერთმა ინებოს, რომ სინანული ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ მან ეს ვითარება აქამდე მიიყვანა. უნდა მოინანიოს იმასთან, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი დასდო და ცილი დასწამა. პატრიარქთან შეხვედრაზე მანამდე უნდა ეზრუნა, სანამ "ბანდას" დაუძახებდა პატრიარქის გარემოცვას",- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამ წუთას რა მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ არ მიმდინარეობს პატრიარქსა და მთავრობას შორის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი ალბათ, ვისაც შეუძლია, ეს პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, ეს იქნება კათოლიკოს-პატრიარქი, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ ჩატარდება სააღდგომო წირვა-ლოცვა და მიმდინარეობს თუ არა აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება ხელისუფლებასა და საქართველოს პატრიარქს შორის.

 

მეუფეს თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო, სინოდი ვერ შეიკრიბება და გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს.

 

"ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ყველაფერი, რაც ეხება თითოეულ მოქალაქეს, გვეხება ჩვენც, ბუნებრივია. კანონებს ჩვენ არ ვადგენთ. თავისთავად ცხადია, ვექვემდებარებით კანონის მოქმედებას, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ საზოგადოების კეთილდღეობისკენ სწრაფვას.

 

რაც შეეხება ღვთისმსახურებას, ამ წუთას რა მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ არ მიმდინარეობს პატრიარქსა და მთავრობას შორის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი ალბათ, ვისაც შეუძლია, ეს პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, ეს იქნება კათოლიკოს-პატრიარქი. რადგან, ორი კაცი შეიკრიბება თუ ათი კაცი, მღვდელმთავრები, ეს არ იქნება მთლიანად ეკლესიის ხმა და არ იქნება საერთო სულისკვეთების გამომხატველი. აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა, რომ საგანგებო ვითარებაა, ასე ვთქვათ, ფორსმაჟორი არის, როგორც იტყვიან, სინოდი ვერ შეიკრიბება, თუნდაც იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაზეც საუბარია. ალბათ, კათოლიკოს-პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას. ადამიანებს, ვინც ებრძვიან ამ ვირუსებს და მკურნალობენ, თუ ისინი ამბობენ, როგორც პატრიარქი გვეტყვის ისე მოვიქცევითო, მე როგორ ვიტყვი ახლა მღვდელმთავარი.... რა თქმა უნდა, ამ ფორსმაჟორში მისი აზრი ჩვენთვის ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

მეუფე გრიგოლის თქმით, თუ ადამიანებს ექნებათ ტაძარში მისვლის შესაძლებლობა, სააღდგომო ლიტურგია აუცილებლად ტაძრის გარეთ ჩატარდება.

 

"ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ტაძარში მოსვლისა, მაშინ მსახურება გაიმართება გარეთ, აუცილებლად. ეს დიდი ალბათობით ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს იქ, სადაც წყალკურთხევის ემბაზია, შეიძლება იქ აღსრულდეს მსახურება, სადაც ირგვლივ დიდი სივრცეა და ადამიანებს ექნებათ საშუალება დაესწრონ, თუ ამის შესაძლებლობა მიეცათ მათ. თუ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ, უამისოდ შესრულდება. უსისხლო მსხვერპლშეწირვა, რასაც ჩვენ ლიტურღიას ვეძახით აუცილებლად შესრულდება“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ტაძრის ეზოში დისტანციის დაცვით 3 პირზე მეტის შეკრება წესების დარღვევად ვერ ჩაითვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

 

„როდესაც მაღაზიებთან რიგებს ვხედავთ, იქ ხომ არის 3 პირზე მეტი? ისინი იცავენ დისტანციას. დროში ხომ არაა შეზღუდული, რამდენ ხანს იდგებიან ისინი რიგში? ჩვენ თუ შენობაში არ ვიქნებით და დავიცავთ ტაძრის ეზოში დისტანციას, წესები არ დაირღვევა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ამ ზაფხულს ჭყონდიდის ეპარქიაში ვიმყოფებოდი, რათა მეთქვა მეუფე პეტრესთვის, რომ მისულიყო პატრიარქთან, შერიგებოდა და შენდობა ეთხოვა, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ზაფხულში ჰქონდა თუ არა საუბარი მეუფე პეტრესთან იმავე საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც მეუფე პეტრემ საჯარო განცხადება გააკეთა, მეუფე გრიგოლი პასუხობს, რომ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ მას მეუფე პეტრეს ამ განცხადების არ სჯერა.

 

„ჩემი პასუხი, როგორც ექიმის, ფსიქოლოგის და მღვდელმსახურის იყო ის, რომ არ მჯერა. ყველაფერი არის უფრო თხრობითი და ვიღაცამ რაღაცა თქვა, ვიღაცამ რაღაც უთხრა. კონკრეტული არაფერი იყო და ამიტომ, მე არ მჯერა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » Апрель 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?