თბილისის “ლოკომოტივმა“ კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში იტალიურ “ფიამე ორო“ -ს უმასპინძლა 47:10 დაამარცხა. ავჭალაზე გამართულ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა რომაელებს ექვსი ლელო გაუტანა, რომელთაგან ორი ბექა წიკლაურის ანგარიშზეა.

 

 ფოტო: მალხაზ სვანიძე

 

 

წიკლაურმა ანგარიში მე-11 წუთზე ჯარიმით გახსნა - 3:0. 3 წუთში კი გაგა არაბულმა დაალელოვა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვით, იტალიელბთან სხვაობა 10-მდე გაზარდა.

 

შეხვედრის მე-18 წუთზე გიორგი შკინინმა მოახერხა ლელოს დადება და ანგარიში 15:0 გახდა.

 

ტაიმის მიწურულს კი ჯოვანი დ'ონოფრიომ შეძლო თავის გამოჩენა და ლელო დადო, ანგარიში კი 5:15 გახდა.

 

მეორე ტაიმის დასაწყიში კი წიკლაურმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა გაზარდა, შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა - 21:5. წიკლაური ამაზე არ გაჩერდა და 56-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა. 3 წუთში "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ლელო ზურაბ ძნელაძემ დადო, წიკლაურმა კი გარდასა.

 

რამდენიმე წუთში "ლოკომოტივის" უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა - 63-ე წუთზე ზვიად მაისურაძემ დაალელოვა, წიკლაურმა გარდასა და ანგარიში 40:5 გახდა.

 

66 და 67-ე წუთზე წიკალურმა კვლავ ლელო დადო და გარდასა, ანგარიში გამანდგურებელი გახდა - 47:5. იტალიელებმა მეორე ლელოს დადება მხოლოდ 72-ე წუთზე შეძლეს, თავი მატეო კორნელიმ გამოიჩინა 47:10.

 

ფოტო: მალხაზ სვანიძე

 

 

ლოკომოტივის ივის მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი მატჩის შედეგით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ ბიჭებმა ყველა დავალება კარგად შეასულეს "მოგებას ვგეგმავდით, თუმცა ასეთ შედეგზე რა თქმა უნდა არ გვიფიქრ ია. ყველაფერი კარგად გამოვიდა და იმ ხარისხის გამოძახილია, რომელიც დღეს მორაგბეებმა აჩვენეს.დაცვაშიც და შეტევაშიც, მათ ყველა დავალება კარგად შეასრულეს. პირველი ტაიმის შუაში იყო მომენტი, როდესაც თითქოს ოდნავ მოვეშვით, თუმცა შესვენებაზე ვთქვით, რომ საქმე დამთავრებული არ გვქონდა და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. ჩვენ გავაკეთეთ რაც შეგვეძლო და ახლა დაველოდებით 19 იანვრის მატჩს“ - განაცხადა ჩავლეიშვილმა.

 

ამ მოგების შემდეგ "ლოკომოტივი" ჯგუფში დროებით პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა "კალვიზანო" კიდევ ერთი მატჩი დარჩა - 19 იანვარს ისინი "ფიამე ოროს" ხვდებიან, რომელიც ამ შემთხვევაში უმოტივაციოა, ხოლო "ლოკომოტივის" ჯგუფიდან გასვლის ბედი ამ მატჩზე იქნება დამოკიდებული, კონკრეტულად კი "კალვიზანო" უნდა დამარცხდეს.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.