აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარების სრული გაყვანის განკარგულება გასცა, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ ამერიკულმა მედიამ, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა, ასევე ტრამპმა ,,ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ სრული დამარცხებულია, რაც მიზეზი გახდა, სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის.

 

შემდგომ   აღნიშნული ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანადერსმა ,,REUTERS”- თან დაადასტურა,,ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული გამარჯვება არ ნიშნავს გლობალურ კოალიციის მისიის, ან კამპანიის დასრულებას. ამერიკელი სამხედროების სახლში დაბრუნება დავიწყეთ, პარალელურად კამპანია ახალ ფაზაში გადადის“ - აღნიშნა სარა სანადერსმა

 

სენატორების აზრით, ამ ეტაპზე სირიიდან ჯარის გაყვანა ნაადრევია, რაც აშშ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

 

,,ჩვენ მივიჩნევთ, რომ ასეთი ქმედებები ამჟამად ნაადრევია და შეცდომაა, ეს არა მხოლოდ საფრთხეს უქმინის აშშ-ს უსაფრხოებას და დაცვას, არამედ ,,ისლამურ სახელმწიფოს“, ბაშარ ასადს, ირანს და რუსეთს ხელს უწყობს. სირიაში 2 000 -მდე ამერიკელი ჯარისკაცის ყოფნა ,,დაეშის“ ქვედანაყოფებთან ბრძოლაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფარია“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები: ლინდსი გრემი, ჯონ ერნსტი, ანგუს კინგი, ტომ კოტონი და მარკო რუბიო

 

სენატორები აღნიშნავენ, რომ ამერიკული შეიარაღებული კონტიგენტის გაყვანის შემდგომ, სიარიაში შესაძლოა ,,ისლამური სახელმწიფო“ გააქტიურდეს, რაც რეგიონში ირანსა და რუსეთს უფრო თამამს გახდის, რომელიც მოკავშირეებში გამოიწვევს ნდობის შემცირებას.

 

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ევროიპელმა ლიდერებმაც გააკრიტიკა. შემდგომ ამერიკის თავდაცვის მდივანის ჯეიმს მატისის გადადგომაც მოყვა. ის პრეზიდენტისთის გაგზავნილ წერილში საუბრობს, რომ მთავრი მიზეზუ, რის გამოც თანამდებობას ტოვებს,არის პრეზიდენტთან შეხედულების შეუთავსებლობა ხაზს უსვამს ამერიკის სამხედრო ძალის განსაკუთრებულ როლს მსოფლიოში და მის მოკავშირეებთან მიმართებაში. .

 

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით ამერიკას ჯარი ავღანეთიდნაც გაყავს.

 

როგორც ამერიკული მედია იტყობინება სირიიდან ჯარის გაყვანას 60 დან 100 დღემდე დაჭირდება, რომელიც ამ დროისთვის სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით აშშ-ის 2 ათასამდე, ხოლო ავღანეთში 7000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,გლობალპრესსი"  ,,რონდელის ფონდის“ მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. მისი შეფასებით, რადიკალურად ცვლის სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაცუას არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში, ასევე მან აღნიშნა რომ მიმდინარე პროცესები გამოიწვევს რეგიონში რუსეთის, ირანის და ასადის რეჟიმის პოზიციების გაძლიერებას.

 

ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებდით სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანას?

 

ტრამპის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით გაიყვანოს ამერიკული სამხედრო ნაწილები ჩრდილოეთ სირიიდან (პროქურთული ნაწილები ,,YPG“ აკონტროლებს), ბევრისთვის მოულოდნელი იყო, თვითონ ამერიკის ხელსიუფლებაშიც, ასევე მისივე მრჩევლებისთვისაც. ეს გადაწყვეტილება რადიკალურად ცვლის სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში.

 

ტრამპმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა "დაეშის" (ISIS) დამარცხება. თუმცა, რეალურად, როგორც ჩანს, მოხდა გარკვეული გარიგება ანკარასთან.

 

რეალურად, სირიიდან ამერიკელი ჯარის გასვლა ნიშნავს:

 

-იცვლება სიტუაცია სირიაში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში

 

-რეგიონში გაიზრდება რუსეთის პოზიციები, რუსეთან ერთად ძლიერდება ასადის რეჟიმის და ირანის პოზიციები, რაც თავის მხრივ, ამ ბალანსის ცვლილება მტკივნეული შეიძლება იყოს ზოგიერთი ქვეყნისთვის. მაგ: ისრაელისთვის, რომლისთვისაც ირანი წარმოადგენს ეგზისტენციულ საფრთხეს. თუ მანამდე ამ ტერიტორიების კონტროლი ისრაელისთვის გარკვეულ წილად იყო გარანტი იმის, რომ ამერიკელები იქყვე იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდენ, ახლა გასვლის შემდეგ ეს სიცარიელე იქმნება.

 

-სიტუაცია იცვლება თურქეთისთვისაც, რადგან ,,ქურთ ხალხთა თავდაცვის ნაწილებს“(YPG) ეგზისტენციულ საფრხედ მოიაზრებს, რომელიც თურქეთი მიიჩნევს ტერორისტრული ორგანიზაციად ,,ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გაგრძელებად სირიაში და აპირებს მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რაზე მოილაპარაკებენ რუსეთი, თურქეთი და ირანი, როგორც იცით ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა თურქეთში, სადაც სავარაუდოდ იქნებოდა სირიის საკითხის განხილვა.

 

ტრამპმა განაცხადა, რომ ,,ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა, რომლის გამოც სირიიდან ჯარი გაყვს. როგორ ფიქრობთ, დღეს, სირიაში  ,,ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია?

 

ISIS არ დამარცხებულა. ბოლო კვლევა, რაც არის სირიასა და ერაყში, ისევ ნარჩუნდება ,,დაეში“, რომელსაც დაახლოებით 14 000 მებრძოლი ყავს. რაც ეს ძალა ისევ წამოყოფს თავს. ამიტომ ჯერ არაფერი არ არის დასრულებული. ტერიტორიები რომელსაც ISIS აკონტროლებდა შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მებრძოლები არ ყავთ, ან რესურსები არ აქვთ, პირიქით ესენი ახლა ერთად არიან თავმოყრილი.

 

ცვლილებეი დიდი იქნება ახლო ღმოსავლეთში, მათ შორის შეიძლება ერაყზეც აისახოს პირდაპირ, ზოგადად ეს სიტუაცია ჩვენზეც აისახება.

 

ტრამპის გადაწვეტილებას ამერიკაში როგორ შეხვდენ?

 

პენტაგონი, პრეზიდენტის ამ პოზიციას არ ეთანხმება. ტრამპი პრეზიდენტია მაგრამ პენტანგონს თავისი პოზიცია აქვს, არ ეთახმებიან იგივე რესპუბლიკელი კანონმდებლები, მათ ღიად დააფიქსირეს, რომ ეს არის მოკავშირეების მიტოვება და ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელსაც ელოდება მსოფლიო შეერთებული შტატებისგან.

 

ბევრი კომპონენტია, რაც ამ ერთ ნაბიჯს ახლავს. იგივე ბრიტანელების პოზიცია, რომელთაც ძალიან ობიექტური პოზიცია აქვთ. ისინი ამბობენ, რომ არაფერი არ არის დამთავრებული ანუ ,,დაეში“ არ არის დამარცხებული. ამიტომ ბრიტანელები ტრამპის ამ გადაწვეტილებას არ უჭერენ მხარს. თავიდან საფრანგეთმაც გამოაცხადა რომ აპირებს გასვლას, მაგრამ მერე თქვეს: ,,ჩვენ აქ ვრჩებით, რადგან ,,დაეში“ პრობლემაა“ . სახეზე გვაქვს დიდი ცვილებები და აქედან გამოწვეული ზიგზაგები.

 

თქვენ ახსენეთ, რომ შესაძლოა მოხდა გარკვეული სახის გარიგება ტრამპსა და ანკარას შორის, რა სახის შეთანხმება შეიძლება ყოფილიყო?

 

რამდენიმე დღის განმავლობაში სატელეფონო დიპლომატია მიმდინარეობდა ერდოღანსა და ტრამპს შორის, რათქმაუნდა ღიად ბევრი რამ არ არის ნათქვამი, მაგრამ განხილვის თემა იყო სირია და სიარიაში შექმნილი სიტუაცია. სწორედ ამას მოყვა ამერიკული ჯარის გაყვანა.

 

აშშ-ს გასვლის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მოსალოდნელი თურქული სამხედრო ოპერაციისას არ მოხდეს თურქულ-ამერიკული პირდაპირი დაპირისპირება ჩრდილოეთ სირიაში.

 

ქურთები, რეგიონში ამერიკის ერთერთი მოკავშირეა, რომლებსაც შტატებისგან ჰქონდათ უსაფრხოების კუთხით გარანტიები. როგორ ფიქრობთ, ტრამპის გადაწვეტილება ქურთებზე როგორ აისახება და როგორ დაიცავენ თავს?

 

თურქეთის ორი სამხედრო ოპერაცია მიმართული იყო, როგორც თურქები ამბობენ ტერორიზმის წინააღმდეგ, ერთი იყო ,,ეფრატის ფარი“, რომელიც 2016-2017 წწ განხორციელდა, მეორე კი 2018 წელს ,,ზეთისხილის რტო“ განხორციელა. ისინი ტერორისტებად განიხილავენ არა მხოლოდ ,,დაეშს“, არამედ ქურთულ ნაწილებსაც, რომლებიც მიაჩნია, რომ არის ქურთისტანის მუშათა პარტიის(PKK) გაგრძელება სირიაში. რათქმაუნდა შესაძლებელია მოყვეს დაბომბევბი, რომელიც თურქეთს რამოდენიმეჯერ აქვს განხორციელებული, თუმცა ის იყო ერთეული დაბომბვა, ახლა კი შეიძლება მივიღოთ უფრო მაშტაბიანი სამხედრო მოქმედებები. ამის მოსამზადებელი ნიშნები არსებობს, როდესაც ჩრდილოეთ სირიის საზღვართან, გარკვეულ წერტილებში მიიყვანა მძიმე ტექნიკა და სპეცნაწილები.

 

თურქეთი, ასევე შეეცდება ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე შევიდეს ოპოზიციური ნაწილების საშუალებით, რომლებიც პროთურქული ორინეტაციის არიან. ,,ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ,,ISIS” დაახლოებით 3 200 მებრძოლები ყავს დატყვევებული და არავინ იცის რას იზამენ, შეიძ₾ება გაუშვან კიდეც და ამით შეეცადონ თავდაცვას.

 

შესაძლებელია თუ არა დონალდ ტრამპი იძულებული გახდეს, გადაწვეტილება შეცვალოს და სირიაში დაბრუნდეს?

 

შესაძლებელია უკან დაბრუნების გადაწვეტილება მიიღოს, პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია, რადგან აშშ-მ სირიაში შესვლის გადაწყვეტილებით დიდი რესურსი დახარჯა, იმისთვის რომ დასაყრდენი მოეპოვებინა, ახლა ამის ფაქტიურად ჩაბარებამ, შემდეგში შესაძლოა უფრო ძვირი დაუჯდეს, თუნდაც ისრაელთან მიმართებაში, რადგან აშშ-ს აქვს ვალდებულება დაიცვას ისარაელი. აქედან გასვლის შემხვევაში შეიძლება მოხდეს მოლაპარაკება და თურქეთს, რუსეთსა და ასადის რეჟიმს შორის ტერიტორიების გადაინაწილებასთან დაკავშირებით.

 

იმ ნაწილს, რომელსაც ირანი შემდეგში დაიკავებს, მოყვება სამხედრო ბაზების განთავსება, რომელიც გამოყენებული იქნება ისრაელის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ამერიკას მოუწევს არა იმ რაოდენობის ჯარების გადაყვანა, რაც დღეს ყავს, არამედ უფრო მეტი ჯარის შეყვანა, რაც თავის მხრივ უფრო მეტად მტკივნეული შეიძლება იყოს, რაც დროში კიდევ უფრო გაწელილი იქნება, ფინანსურადაც კი უფრო მეტი დაჯდება. ამ ყველაფერს არაერთი სირთულე შეიძლება მოყვეს.

 

აშშ ყოველთვის ჭირდება ყოფნა ადგილზე, საიდანაც ადვილი იქნება სიტუაციის გაკონტროლება საკუთარი მოკავშირეების დასაცავად ჩარევვა. ამის საშუალებას კი ტრამპის ეს გადაწვეტილება ართმევს.

 

მედიაში ექსპერტების ნაწილის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ამერიკული ჯარი ნატომ, გაერომ ან ევროკავშირის სამშვიდობო მისიებმა ჩაანაცვლეოს, როგორ ფიქრობთ არის შესაძლებელი?

 

ეს არ არის რეალური იქიდან გამომდინარე, რომ ამას ასადის რეჟიმი და რუსეთი არ დაუშვებს, ისეთი კონტინგენტის განთავსებას, სადაც თვითონ არიან, რომელიც ხელს შეუშლის საკუთარი მიზნების განხორციელბაში, არავინ არ მისცემს ამის საშუალებას.

 

ნაკლებად წარმოასდგენია გაეროსი, რადგან რუსეთს ვეტოს გამოყენების უფლება აქვს. არც ნატოს მისცეს უფლება იმ ტერიტორიაზე შესვლის, რომელსაც საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს. ასეთი მზაობა არც ნატოს მხრიდან შეიმჩნევა, მითუმეტეს ნატოს წამყვანი ქვეყანა არის აშშ. თუ ამერიკას შესვლა უნდოდა, აღარ გავიდოდა ან მინიმუმ ჩაანაცვლებდა, ეს არ ხდება სამწუხაროდ.

 

აქედან გამომდინარე კარგ განვითარებას არ უნდა ველოდოთ. იქნება რეაქციები, იქნება რეაქციები ისრაელიდანაც.

 

როგორი იქნება ისრაელის პოზიცია?

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი თავად დაიცვას საკუთარ უსაფროებას ანუ გააგრძელებს ბრძოლას სირიის ტერიტორიაზე, ირანის წინააღმდეგ, რაც შეიძ₾ება გამოიწვიოს დიდი სამხედრო დაპირისპირება, იმიტომ რომ პირველად მოხდა ირანი მიუახლოვდა მის მთავარ მოწინააღმდეგეს ისრაელს საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც მთავრ მტრად განიხილავს. ირანი არც აღიარებს ისრაელის არსებობას, მას ყოველთვის მოიხსენიებს, როგორც სიონისტურ რეჟიმს და მისი მიზანია გაანადგუროს სირაელი.

 

ის რომ ახლოს მივიდა სამხედრო ბაზებითაც, ისრაელისთვის წითელი ხაზებია, ეს კი ისრაელის მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორია, სწორედ აქედან გამომდინარეობს, ის რომ არის დაბომბვები და დაბომბვიდან გამომდინარე გართულებები სირიაში.

 

თქვენ ასევე ახსენეთ, რომ სირიაში მიმდინარე პროცესები შესაძლოა საქართველოზეც აისახოს, როგორ ფიქრობთ, რა ფორმით შეიძლება შეეხოს საქართველოს?

 

დაეშის პრობლემა, რომელიც არსებობს, საქართველოსთვის მეორე ხარისხოვანი პრობლემა არ არის.

 

სირიაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება მეზობელ რეგიონებზე. რაც უფრო ახლოსაა ქვეყანა, მით უფრო მეტად აისახება, ეს კი ვიცით ისტორიიდან და დღევანდელობიდანაც.

 

გამომდინარე იქიდან, რომ სირია ესაზღვრება თურქეთს. ბევრი ცდილობს ტერორისტულ საქმიანობაში შემჩნეული პირები გადავიდნენ თურქეთში, შემდეგ თურქეთის გავლით სხვა შედარებით ადვილად შესაღწევ რეგიონებში, იგვე ჩატაევის რაზმაც აჩვენა, რომ ეს ერთერთი მიმართულება, მათი თურქეთიდან შემდეგში გაშლის, (მაგ:იმკურანლონა, დაისვენონ ან ახლობლები მოინახულონ ) სწორედ ეს არის საქართველო.

 

შარშან, როდესაც იყო ჩატაევის შემოღწევა, გვიჩვენებს, რომ ეს პრობლემა არ არის გამოგონილი, შორს არ არის, აქვეა, ახლოს არის და ნებისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდეს.

 

ამას ორი მიმართულება აქვს, ერთია რუსეთის პოზიციების გაძლიერება, იგივე დაეშის გაძლიერება, მეორე ეს არის რუსეთის გავლენის შესაძლო გაძლიერება თურქეთზე, რადგან თურქეთი, როდესაც ჩრდილოეთ სირიაში დაიწყებს ოპერაციის განხორციელებას, დამოკიდებული იქნება რუსეთის კეთილგანწყობაზე, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ რუსები აკონტროლებენ სირიის საჰაერო სივრცეს, რომლის გამოყენებაც დასჭირდება თურქეთს იმისთვის, რომ მის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია იყოს წარმატებული.

 

რა უნდა გააკეთის ხელისუფლებამ, რომ აიცილოს საქართველოში ტერორისტული დაჯგუფებების გადაადგილება?

 

ჩვენ არ ვართ იმ დონის ქვეყანა, რომ შევძლოთ პირდაპირი გავლენა მოვახდინოთ რეგიონზე და იქ რამე სამხედრო მოქმედებებში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც რეგიონის ბედს განსაზღვრავს, ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ჩვენ რაც შეგვიძლია არის, ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია ახლოდან ვადევნოთ თვალი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით სირიაში. თუ იქნა გამოძახილი ერაყში ან თურქეთში ანუ ტერორისტების მოძრაობა შეინიშნა და იქნება ინფორმაცია, რომ ტერორისტები ფიქრობენ სზღვრების გადაკვეთას უნდა ვიყოთ ყურადღებით. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სასაზღვრო ნაწილების შესაძლებლობები, იმისთვის რომ ჩატაევის რაზმის მსგავსად არ მოხდეს შემოღწევა საქართველოს ტერიტორიაზე იმ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, იმ ტერორისტული დაჯგუფებების, რომლებიც ვნახეთ შარშან თბილისში, ქალაქის ცენტრში

 

Merab Tsaava
Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.