რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრების წესისთვის უშუალო გამოწვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

 

“რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, გასული წლის ნოემბერში უკრაინულ გემებზე უმიზეზოდ თავდასხმა და მიმდინარე ჰიბრიდული ომები ჩვენს და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ უშუალო გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრების წესისთვის”, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

 

მაიკ პომპეომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რუსეთს ევროპაში დომინირების დიდი გეგმები აქვს”.

 

“რუსეთს ევროპაში დომინირების დიდი გეგმები აქვს და სურს თავისი გავლენა განამტკიცოს მსოფლიო არენაზე. ვლადიმერ პუტინი ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ნატო-ში, დაასუსტოს აშშ და ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიებს”, - დასძინა მან.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.