რუსეთი და აშშ ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. ამას მოწმობს გერმანული ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ევროპის შვიდ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვა. ამის შესახებ იუწყება „Onet.pl“.

 

ამ ქვეყნებში გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა და ახალი ომის საფრთხეს ხედავს. პოლონეთში რესპონდენტების 77 %, უკრაინაში კი 67 % მიიჩნევს, რომ საფრთხის მთავარი წყარო რუსეთია. გამოკითხული გერმანელების ნახევარი ფიქრობს, რომ საფრთხეს, უპირველესად, აშშ ქმნის. ანალოგიურად ფიქრობს ოთხიდან ერთი ფრანგი.

 

რესპონდენტები, ძირითადად, შეშფოთებულები არიან შეიარაღებული კონფლიქტებით, ტერორიზმით და კლიმატის ცვლილებით. ომის საფრთხეს, უმეტესად, ხედავენ უკრაინაში, პოლონეთსა და რუსეთში. პოლონელები მიიჩნევენ, რომ მათმა ქვეყანამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს.

 

რესპონდენტების უმეტესობა გერმანიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში და სერბების 80 % მიიჩნევენ, რომ მათი ქვეყანა უფრო მეტად უნდა თანამშრომლობდეს რუსეთთან, ვიდრე მანამდე თანამშრომლობდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.