ნატო-ს სამხედრო პოტენციალის გაზრდა არღვევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას და რუსეთს აიძულებს საპასუხო ზომები მიიღოს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

 

„ორჯერ გაიზარდა ნატო-ს სწავლების მასშტაბები და ინტენსიურობა, რომელშიც უფრო აქტიურად მონაწილეობენ ნატო-ს არაწევრი ქვეყნები უკრაინა და საქართველო. ამგვარი ქმედება არღვევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

სერგეი შოიგუს თქმით, გრძელდება ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ნატო-ს ბაზირების სისტემის განვითარება.

 

„ამგვარ ვითარებაში ჩვენ იძულებულნი ვართ ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ“, - დასძინა მან.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.