მიტროპოლიტი პეტრე ცაავასთვის ეპარქიის ჩამორთმევის შემდეგ მისი მხარდამჭერი ერთ-ერთი სასულიერო პირი ჭყონდიდის ეპარქიაში აცხადებს, რომ როდესაც მიტროპოლიტის შემცვლელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ეპარქიაში ჩავა, მას დაახვედრებენ იმ მოწმეებს, რომლების სინოდში მიყვანის საშუალებაც არ მისცეს პეტრეს.

 

პეტრე ცაავამ თქვა, სინოდის სხდომაზე პატრიარქსა და იქ მსხდომ მღვდელმთავრებს სხთოვა, კრება მეორე დღემდე გადაეტანათ, რათა თავისი სიტყვების დასამტკციებლაად 2 მოწმე მოეყვანა:

 

„მე მანამდე ვითხოვე და არ მომცეს საშუალება, მერე კი პატრიარქმა გამოაცხადა თავისი განჩინება. სჯულის კანონის თანახმად, თუ მე ეს სიტყვები ბრალდებად მეთვლებოდა ნებისმიერი იქ მსხდომის მიმართ, მათ შორის, სინოდის თავმჯდომარის მიმართ, 2-3 მოწმე საკმარისია, რომ დამტკიცებულად ჩაითვლოს ბრალდება“, — განაცხადა მან.

 

იმავე საღამოს ჭყონდიდის ეპარქიაში მხარდასაჭერად მის უკვე ყოფილ ეპარქიაში, მარტვილში, სასულიერო პირების ნაწილი შეიკრიბა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსამართლო მიაჩნიათ პატრიარქისა და სინოდის გადაწყვეტილება.

 

ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, ვინც იქ იმყოფება, თქვა: „[პეტრე ცაავას შემცვლელი] მეუფე გრიგოლი კაცია რომ ჩამობრძანდება, მეუფემ [პეტრემ] რომ ვერ შეძლო ამ მოწმეების დაყენება, იმ მოწმეებს დავახვედრებთ აქ“. მისი თქმით, მომხდარი პროცესები გამოიწვია „თავიანთმა დაუდევრობამ, რომ აქამდე მიიყვანეს და საერო გახადეს ეს თემა“.

 

„ჩემი აზრია, რომ როცა აქ ჩამობრძანდება გრიგოლ კაცია, 3 იქნება თუ 4 მოწმე, — კიდევ არის მრავალი ადამიანი, რომელსაც შეხება ჰქონდა — ყველასთვის ნაცნობი სახეები იქნება. და გრიგოლ კაციას გაახსენდება ის ნათქვამები, რაც მეუფემ უამბო, როცა ჩამობრძანებული იყო და რომ თქვა, დავფაროთ და ცელოფნით შევფუთოთო. ასეთ მღვდელმთავარს მე პირადად არ მივიღებ“, — თქვა მან.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.