იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ, ჩინეთში დაღუპულთა მონაცემს გადააჭარბა, საიდანაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა.

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კიდევ 427 პაციენტი დაიღუპა და მთლიანობაში, გარდაცვლილთა რაოდენობამ 3,405 შეადგინა. ჩინეთში კი COVID-19-ით სულ 3,245 პაციენტი გარდაიცვალა.

 

სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ცნობით, მთლიანობაში, იტალიაში 41,035 პაციენტია ინფიცირებული. იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში კორონავირუსის ეპიდემიამ 20 თებერვლიდან იფეთქა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.