Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1813
EUR
3.4778
RUR
0.0406
GBP
3.9629

სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვა-ლოცვა ჩატარდა. მრევლს შორის დისტანციას სასულიერო პირები აკონტროლებდნენ.

 

მრევლს ქადაგებით არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობა განსაცდელშია, და იმედი გამოთქვა, რომ აღდგომამდე ვითარება დასტაბილურდება და დღესასწაულს მართლმადიდებელი მრევლი ტრადიციისამებრ აღნიშნავს. არქიმანდრიტმა, მრევლს ლოცვის გაძლიერებისაკენ მოუწოდა.

 

საკვირაო წირვა-ლოცვა ჩატარდა სამეგრელოს ეპარქიებშიც. სენაკის, ფოთისა და მარტვილის ტაძრებში წირვას მეუფეები დაესწრნენ. მათ მოახლოებულ დღესასწაულზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ის, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ტაძრებში, საპატრიარქოს გადასაწყვეტია. მათივე თქმით, ბზობის დღესასწაულის შემდეგ ისინი თბილისში ჩავლენ და პირადად შეხვდებიან კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

 

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

იმერეთის მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბაზრის ტერიტორიაზე მხოლოდ მაღაზიები იმუშავებენ. ზვიად შალამბერიძემ იმ დარღვევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც იმერეთში დაფიქსირდა.

 

მისი ინფორმაციით, გუშინ 30 პირი დაჯარიმდა. წინა დღეებში კი მაჩვენებელი გაცილებით დიდი იყო. ჯარიმები შეეხო როგორც კომენდანტის საათის დროს , ასევე თვითიზოლაციისა და მანქანაში ჯდომის წესების დარღვევას.

Google-მა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ასახულია მსოფლიოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან, 131 ქვეყანის მოსახლეობის გადაადგილების და ზრდის მონაცემები. როგორც კომპანია აცხადებს, მონაცემები მობილური ტელეფონებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება.

 

კვლევის მიხედვით საქართველოში 16 თებერვლიდან 29 მარტამდე პერიოდში მოქალაქეთა გადაადგილება მაღაზიებში, კინოთეატრებში, რესტორნებში, კაფეებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში 67%-ით შემცირდა.

 

მოქალაქეთა გადაადგილება სურსათის მაღაზიებში კი 36%-ით არის შემცირებული. ბაზრებსა და აფთიაქებში. ხოლო 24%-ით - ეროვნულ პარკებსა და ბაღებში.

 

ასევე კვლევის მიხედვით 53%-ით არის შემცირებული მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით და რკინიგზით სარგებლობა. ხოლო სამუშაო ადგილებზე გადაადგილება 38%-ით შემცირდა.

 

კვლევის მიხედვით, 12 %-ით გაიზარდილია მოქალაქეების გადაადგილება საცხოვრებელ უბნებში.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა, 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამედიცინო აღჭურვილობის მარაგების შესახებ კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკითხი ჩაბარებული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილს და დღეს არსებობს შესაბამისი საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება.

 

„მოგეხსენებათ, რომ მთავრობის დონეზე ჩვენ გამოვყავით რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის მიმართულება, რაზეც ვთქვით, რომ ეს ის სისტემური მიმართულებებია, რომლის სწორად მართვის პირობებში COVID-19-ს გავუმკლავდებოდით და ვთქვით, რომ ეს იყო პირველ რიგში, ჯანმრთელობა და მეორე - მარაგების მართვა. აქ შედის სწორედ ამ სამედიცინო მარაგების მართვაც. ეს ჩაბარებული აქვს ბატონ ლევან დავითაშვილს და მინდა გითხრათ, რომ სულ უკეთ და უკეთ მიმდინარეობს ეს პროცესი, დღეს არსებობს საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საჭირო მარაგების თვალსაზრისით საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელმაც ქვეყანა უნდა მოამარაგოს აუცილებელი, საკვები პროდუქტებით, სამედიცინო მასალებით და აღჭურვილობებით.

 

„სწორედ ამიტომ გახლდით დღეს ბათუმის პორტში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპორტო ინფრასტრუქტურა არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არც ერთი წუთით არ გაჩერდება. ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა მოამარაგოს აუცილებელი, როგორც საკვები პროდუქტებით, ასევე სამედიცინო მასალებით და აღჭურვილობებით. სწორედ ამიტომ ვიყავით ჩვენ დღეს აქ, რომ შეგვემოწმებინა, როგორ გამართულად მუშაობს პირველ რიგში საკონტეინერო ტერმინალი, როგორც ბათუმის ისე ფოთის. ჩვენთვის ეს უკიდურესი აუცილებლობაა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის არხებია, რომლითაც ჩვენ ვამარაგებთ ჩვენს ქვეყანას და ასევე ჩვენს მეზობლებს. ესეს ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა, რამეთუ გამოდის, რომ საზღვაო კავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

,,იტალიაში უფრო მეტი საშინელება ხდება, ვიდრე მედიით ინფორმაცია ვრცელდება", - ამის შესახებ ,,გლობალპრესს" იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა ,,skype" -ით საუბრისას უთხრა.

 

ემიგრანტების თქმით, იტალიაში კორონავირუსით უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებული ადამიანები ქუჩაში იღუპებოდნენ. აღნიშნული შედეგი იტალიამ იმიტომ მიიღო, რომ მთავრობის მიერ დაწესებულ წესებს ხალხი არ დაემორჩილა.

 

,,იტალიაში იმაზე მეტი საშინელება ხდება, ვიდრე მედიაში აცხადებენ. კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე ადამიანი ქუჩაში გარდაიცვალა. ხალხი არ ემორჩილებოდა მთავრობის მიერ დაწესბულ წესებს. ქალაქში ყოველდღე ტარდება დეზინფექცია, დადიან ავტომობილებით და აფრთხილებენ ხალხს, რომ გარეთ არ გავიდნენ," - ამბობს მ.ა.

 

ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთი ემიგრანტი, შ.კ. აღნიშნავს, რომ შედეგი, რაც აქვს დღეს იტალიას, ხალხის დაუმორჩილებლობამ გამოიწვია.

 

,,მთავრობამ სხვადასხვა შეზღუდვები დააწესა, რომ ვირუსი არ გავრცელებულიყო, თუმცა ადამიანები არ ემორჩილებოდნენ. მაინც გადიოდენ გარეთ, არ იღებდნენ პირადი უსაფრთხოების ნორმებს, აქედან გამომდინარე დადგა ის შედეგი, რაც დღეს არის ქვეყანაში, უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, ახლა კი შეშინებულია ხალხი. პიზაში ვცხოვრობ და ქალაქი მთლიანად ცარიელია, სასტიკად აკრძალულია გარეთ გასვლა, სპეციალური საშვის გარეთ ვერავინ გადის. პოლიცია, ჯარის კაცები დგანან ქუჩებში და შესაბამისი სამსახურები ქუჩებს დეზინფექციას უტარებენ ," - ამბობს შ.კ.

 

ვერონაში მცხოვრები ქართველის, მ.ც.-ს თქმით, რთული მდგომარეობაა, დაცარიელებულია მთელი ქალაქი, მთავრობის წარმომადგენლებს და მოხალისეებს ხალხისთვის სახლში მიაქვთ საკვები.

 

„ვერონაში ვხოვრობ, არ ვაპირებ ჯერ საქართველოში დაბრუნებას. იმედი მაქვს, უფლის წყალობით მდომარეობაა მალე გამოსწორდება. მთელი ვერონა დაცარიელებულია. მოხალისეებს და მთავრობის წარმომადგენლებს სახლში მოაქვთ საკვები. ყველა შეშინებულია და სახლიდან ვერავინ გადის. ხალხი თავის დროზე, სერიოზულად რომ მიდგომოდა კორონავირუსისგან გამოწვეულ პრობლემას, ამ შედეგს არ მიიღებდენ. იტალიელები ქართველებივით დაუმრჩილებლები არიან. სულ არღვევენ დაწესებულ წესებს. ძალიან ჰგვანან ქართველებს. უამრავი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, რომ დაფიქსირდა, მის შემდეგ შეშინდა ხალხი," - განაცხადა ქართველმა ემიგრანტმა მ.ც-მ.

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში 119 827 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 758  გარდაიცვალა, ხოლო 19  დაინფიცირდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო ტაძრის წინამძღვრებს 3 რეკომენდაცია ეძლევათ. პატრიარქის რეკომენდაციების შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესმდივანი წერს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სასულიერო პირებს შეტყობინებები დაეგზავნებათ.

 

"გეძლევათ სამი რეკომენდაცია:

 

პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.

 

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).

 

გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები,"- ნათქვამია საპატრიარქოს პრესმდივნის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მე, როგორც ერთი ქრისტიანი, რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

 

„მესმის, რომ ბევრს სურს, მსგავს ემოციურ და სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის საკითხი რაღაც წინააღმდეგობებზე დაფუძნებით დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს. მერწმუნეთ, ასე არ იქნება. ჩვენ ეკლესიასთან ერთად აუცილებლად ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს და ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესებსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის. ამისკენ მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების და მშობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ აქაც ისეთ გამოსავალს ვიპოვით, როგორიც ჩვენს ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და დღევანდელობას შეეფერება“, - განაცხადა გახარიამ.

 

საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ქრისტიანული დღესასწაულების ტრადიციული ფორმით ჩატარებას შესაძლოა შემთხვევების მატება მოჰყვეს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

„თუ ქრისტიანული დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მატება. იქნება თუ არა ეს პიკი, ვერ გეტყვით. ეს ჩემი პერსონალური აზრია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას და კატეგორიულად არ მინდა, მის საქმეში ჩავერიო და რაიმე რჩევები მივცე. უკვე არის რაღაც საუბრები, რომ ეს დღესასწაულები რაღაც შეზღუდული ფორმით ჩატარდეს. ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო და თუ მანამდე ისეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით რისკებს არ შეამცირებს, რა თქმა უნდა, რისკი არსებობს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა.

 

„გლობალპრესი“ გთავაზობთ პეკინზე გადაღებულ ფოტოებს.

 

  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც აჭარაში ვიზიტით მყოფმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული მკაცრი ნაბიჯები სწორედ ასეთი შემთხვევების მინიმიზაციას ისახავს მიზნად.

 

„ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევებმა ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და სიმკაცრე ნაბიჯების არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ პირველ რიგში პასუხისმგებლები ვართ ჩვენ მშობლების, მოხუცებულების წინაშე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ღონისძიებებს გავამკაცრებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

გიორგი გახარიამ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და ექიმების მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა.

 

„მე რა თქმა უნდა მინდა მწუხარება გამოვთქვა, მივუსამძიმრო პირველ რიგში ოჯახს და ახლობლებს. მინდა მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა ისინი გავამხნევო, იმიტომ რომ ჩვენ წინ კიდევ დიდი ბრძოლები გველის და, შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის“, - აღნიშნა გახარიამ.

 

საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

 

„საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების! - ამ მესიჯს საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორს უგზავნის. კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა. რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ და ესპანელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთისა და იტალიის დროშის ფერებში გაანათა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს საკვები პროდუქტების დეფიციტი ემუქრება. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე მუშახელის დეფიციტის გამო სოფლის მეურნეობის მწარმოებელმა ქვეყნებმა შესაძლოა ხორბლის, ბრინჯისა და სხვა პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვაზე იფიქრონ.

 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანიზაციის ექსპერტის, მაქსიმო ტორეროის თქმით, პრობლემის წინაშე მსოფლიო შესაძლოა უახლოესი კვირების განმავლობაში დადგეს. მაგალითისთვის, ყაზახეთმა უკვე შეაჩერა ხორბლის ფქვილის, წიწიბურისა და ბოსტნეულის ექსპორტი. ბრინჯის ექსპორტი დროებით შეწყვიტა ვიეტნამმაც.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » Апрель 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?