Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2242
EUR
3.8094
RUR
0.0421
GBP
4.1992

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრაულაში ოჯახს მოკრეფილი თხილი მოპარეს. დაზარალებულის თქმით, უცნობმა პირებმა დაახლოებით 50კგ თხილი მოიპარეს.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს საკვების ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის და სოფელში რამდენიმე დღის წინ ლობიო, სიმინდი და გოგრა მოიპარეს.

 

დაზარალებულები ამბობენ რომ პოლიციის მხრიდან ამ შემთხვევებს რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად თხილის ქურდობის ფაქტზე მათ სამართალდამცველებს აღარ მიმართეს.

 

ზოგადად კი ბაღდათელები რაიონში კრიმინალის ზრდაზე საუბრობენ.

ყაჩაღობა სამეგრელოში - სენაკში მეუფე საბა გიგიბერიას სახლში შეიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ და მეუფეს ხანდაზმულ დედას ფული და ოქრო იარაღის მუქარით მოსთხოვეს.

 

ყაჩაღობა გვიან ღამით მოხდა. სახლში მოხუცის გარდა იმ დროს მისი მომვლელი და არასრულწლოვანი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრებს დამყაჩაღებლები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ემუქრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ თანხის წაღება მოახერხეს.

 

საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო

ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსში, პირი, რომელსაც რეგისტრირებული იარაღი აქვს, საცხოვრებელ სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისვრის.

 

წინასაწარი ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაშია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მასთან მიმდინარეობს მოლაპრაკება. კორპუსი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ტყიბულში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი ტყიბულის საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყნეთის გზაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაზიანებულია ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ლერი სულაბერიძეს ეკუთვნის.

 

როგორც „გლობალპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხადრთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

თავდასხმა "ლელოს" ოფისზე. ნაძალადევის რაიონული ორგანიზაცის ოფისი პარტიის წევრებს დღეს დილით გატეხილი დახვდათ.

 

ცოტნე დადიანის 16 ნომერში სამართალდამცველებმა იმუშავეს. ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.

 

როგორც შსს-მ განაცხადა, მომხდარზე გამოძიება ქურდობის მცდელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით დაიწყო. არის თუ არა დაკვებული ვინმე, ამაზე უწყებაში არ საუბრობენ.

 

"ლელოში" კი მომხდარის უკან პოლიტიკურ მოტივებს არ გამორიცხავენ:

 

,,არ შევსულვართ ჯერ და არ ვიცით არის თუ არა რამე წაღებული მაგრამ ის, რომ კრიმინალები იქ არ ელოდებოდნენ ოქროს და ვრცხლს და შესაძლოა ეს ჩვენს პოლიტიკური საქმიანობასაც უკავშირდებოდეს" -  ამბობს კახა კოჟორიძე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

 

როგორც ამირანაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ ეტაპზე ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

 

„კრიმინალური შემთხვევაა. მკვლელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი ახალქალაქში. ამის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავებმა დაწვეს რამდენიმე სახლი. პოლიციას ამ დროისთვის სრულად აქვს კონტროლზე აყვანილი მდგომარეობა”,- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

 

ცნობისთვის, ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების მოხდა, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ქურდობა მუხიანში - მოსახლეობის კუთვნილი სარდაფი გატეხეს და საკვები პროდუქტები მოიპარეს. ამის შესახებ "გლობალპრესს" ადგილობრივებმა განუცხადეს.

 

მოსახლეობა ამბობს, რომ საერთო სარდაფიდან წაღებულია სპილენძის ჯამები, მურაბები, კაკალი, ზეთი, ბურღული, ფქვილი და ა.შ. მათივე ინფორმაციით, კორპუსი, რომლის სარდაფიც რამდენიმე საათის წინ გატეხეს, პოლიციის შენობის წინ მდებარეობს. ამ ფაქტის შემდეგ კი მოქალაქეები ამბობენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

 

"ფიზიკურად მეშინია, რომ ვინმე შეიძლება საჭმლის გამო თავს დამესხას მე, ან ნებისმიერ ადამიანს. ადამიანს შიმშილი ამოძრავებს, საკუთარ თავს და სხვას საფრთხეში აგდებს "გრეჩიხის" გამო", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე

 

მოქალაქეებმა სარდაფის გატეხვის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. თუმცა, როგორც "მთავარ არხს" ადგილობრივები გვიყვებიან, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მათი მეზობლების უმრავლესობა არ გაესაუბრა.

ქუთაისში მომხდარი დაპირისპირებისა და სროლის ახალი დეტალების შესახებ ,,მთავარი არიხი" ავრცელებს, როგორც ცნობილი გახდა, კონფლიქტი მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გელა თოფურია საკუთარი ეზოდან გამოდიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დააზიანა. კონფლიქტიც ამის შემდეგ დაიწყო. როგორც თოფურიას მეზობლები ამბობენ, ადგილი ჰქონდა ჩასაფრებას. სავარაუდოდ, მეეზოვემ დახმარების მიზნით ახლობლებს მიმართა, რის შემდეგაც თოფურიამ გაისროლა.

 

,,შვიდიდან ცხრა საათამდე დავინახე სამი კაცი ჭიშკართან, ჩაცუცქულები, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ჩასაფრებულები იყვნენ. მერე დავინახე, რომ გელამ გააღო ჭიკარი, შეცვივდნენ და დაიწყო გელას მიმართ ფიზიკური დაპირისპირება", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

მომხდარზე გამოძიება ჯერჯერობით არ დაწყებულა. როგორც შსს-მ "მთავარს" განუცხადა, პოლიციაში შესაბამისი შეტყობინება არ შესულა.

სპეცრაზმი და ათობით სახანძრო სამაშველო ჯგუფი ახალქალაქის ქუჩებში. სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, რასაც ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ქალაქში დაპირისპირება გამწვავდა.

 

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახალქალაქში იმ სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ჩავიდა, საიდანაც გარდაცვლილი პირია. სოფელ კულიკამის მოსახლეობა ამ წუთებშიც ახალქალაქში იმყოფება.

 

დაპირისპირებამ კი ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. მათ მაშტოცის ქუჩაზე 2 ​​საცხოვრებელი სახლი დაწვეს. ცეცხლი წაუკიდეს ლაბანდიანის ქუჩებზე მდებარე სახლებსაც.

 

 

ადგილზე იმყოფება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი და მობილიზებულია რეგიონის პოლიცია სრული შემადგენლობით. ახალქალაქში მეზობელი სოფლებიდან რეგიონის სპეცდანიშნულების რაზმები და სახანძროები ამ დრომდე გადაჰყავთ.

 

ახალქალაქში სროლა დაახლოებით 19:00 საათიდან დაიწყო. ახალგაზრდები ერთმანეთს ხელკეტებით დაუპირისპირდნენ. კონკრეტულად რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ახალქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, საავადმყოფოში გადაყვანილია ერთი დაჭრილი.

არსებული ინფორმაციით, მცხეთაში 28 წლის ბიჭმა მამა და ბაბუა დანით მოკლა. როგორც ირკვევა, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი თანხასთან დაკავშირებით. დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

 

გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სისხლიანი გარჩევა თბილისში - დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 18 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. პირველადი დახმარება დაშავებულს ადგილობრივმა აღმოუჩინა. მოზარდს სხეულზე დაზიანება ორ ადგილას ჰქონდა.

 

დაპირისპირება, რომელიც 18 წლის მოზარდის დაჭრით დასრულდა, პეტრიწის ქუჩის ოთხ ნომერთან დაიწყო. ჩხუბში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილებდა. ისინი ჯერ სიტყვიერად შეკამათდნენ, მას შემდეგ კი, რაც ჩხუბი ცენტრალურ გამზირზე ადგილობრივებისთვის შესამჩნევი გახდა, საქმის გარჩევა კორპუსების უკანა მხარეს, ბნელ ეზოში, ავტოფარეხებთან გააგრძელეს. კონფლიქტის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

 

ჩხუბის შემდეგ სისხლის კვალი რამდენიმე ადგილას დარჩა. ცივი იარაღით დაჭრილი ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. დაზარალებულს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

 

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. არის თუ არა სისხლიან გარჩევაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა გარკვეული, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?